შალვა ელიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
საბჭოთა რუსეთის სახელით მონაწილეობდა [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს მოძრაობასთან მოლაპარაკებებში. [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის]] დროს მივლინებული იყო მე-11 წითელი არმიის წევრად და ნაჩქარევად შექმნილი [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი]]ს თავმჯდომარის მოადგილედ. რამდენადაც რევკომის თავმჯდომარე [[ფილიპე მახარაძე]] საქართველოში არ იმყოფებოდა, ელიავა ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო [[საქართველოს სსრ]]-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ხოლო 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა [[ამიერკავკასიის სფსრ]]-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931-36 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1936-37 წლებში — მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე.
 
1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. <ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=3550 ელიავა შალვა ზურაბის ძე] - სტალინური სიები საქართველოდან.</ref>ელიავას ბრალად ედებოდა: {{ციტატა|რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. იყო რა უშუალოდ დაკავშირებული მემარჯვენეთა საკავშირო კ/რ ცენტრთან, მონაწილეობდა ტერაქტების მომზადებაში საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ სამხედრო ცენტრთან და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=3550 ელიავა შალვა ზურაბის ძე] - სტალინური სიები საქართველოდან.</ref>}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ელიავა“-დან