კუები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''კუები''' ({{lang-la|Testudines}}) — [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთა]] რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვან ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), აგრეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 2 ქვერიგად, 12 ოჯახად და 240-მდე სახეობად.<ref name="დრე">{{დრე წიგნი | ავტორი = Иорданский Н. Н. |სათაური = ЧЕРЕПАХИ | ტომი = 34 | გვ = 452–453 | id = 4682155}}</ref> ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: [[შორეულაღმოსავლური კუ]] (Trionyx sinensis), [[კასპიური კუ]] (Clemmys caspica), [[ჭაობის კუ]] (Emys orbicularis), [[ხმელთაშუაზღვისხმელთაშუა ზღვის კუ]] (Testudo graeca), [[შუააზიური კუ]] (Testudo harsfieldi). ამათგან [[საქართველო]]ში 3: ხმელთაშუა ზღვის კუ — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუ — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუ - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).
 
კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნაწილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის კუების შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები ძირითადად [[მცენარეები|მცენარეულობით]] იკვებებიან, წყლის ფორმები — [[ცხოველები]]თ ([[უხერხემლოები]], [[თევზები]]). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 [[კვერცხი|კვერცხს]]. კუები დიდხანს ცოცხლობენ, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუები“-დან