დავით II (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 30:
'''დავით II''', ''იმამყული-ხანი'' (გ. [[1722]]) — [[კახეთის სამეფო | კახეთის]] [[მეფე]] [[1703]]-[[1722]] წლებში, [[ერეკლე I|ერეკლე I-ის]] ძე.
დაიბადა და ბავშვობა გაატარა [[ირანი|ირანში]]. 1703 წლიდან კახეთს განაგებდა როგორც [[ჯანიშინი]] (მოადგილე). მისი მმართველობის დროს კახეთში [[ლეკიანობა]] მძვინვარებდა. [[1706]] წელს [[ჭარ-ბელაქანი|ჭარ-ბელაქანში]] კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ [[ლეკები|ლეკებმა]] დაიკავეს [[ელისენი]]. დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია [[ყარაღაჯი]]დან [[თელავი|თელავსა]] და [[მანავი|მანავში]] გადაეტანა (ზაფხულობით [[მაღარო]]ს იდგა). მოხსენიებულია [[იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების სიგელი|იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში]]. [[1711]] წელს ირანში გაემგზავრა და [[კახეთი|კახეთის]] მმართველად თავისი ძმა [[თეიმურაზ II|თეიმურაზი]] და დედა — დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური [[ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711-1716|გამოსვლები]]. ირანიდან დაბრუნების შემდეგ ([[1715]]) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით
1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. იმამ-ყული ხანი კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას. იცოდა სპარსული ენა და ლიტერატურა, მუსლიმური ფილოსოფია და კოსმოგრაფია.
==ოჯახი==
ხაზი 42:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|333|სოსელია ო.}}
{{ქე|2|262|ასათიანი ნ.}}
{{დაიწყე ყუთი}}
|