ექვთიმე მთაწმიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
92.54.240.6-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:St Euthymius of Athos (Akhtala fresco).JPG|მინი|მეცამეტე საუკუნის ფრესკა [[ახტალის მონასტერი|ახტალის მონასტერში]]]]
'''ექვთიმე (ეფთჳმე) მთაწმიდელი''' (დ. [[955]] ― გ. [[1028]]) — [[ქართველები|ქართველი]] თეოლოგი, მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, 1005-1019 [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] წინამძღვარი.
 
ექვთიმე მთაწმიდელის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული [[იოანე მთაწმიდელი|იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი]], [[თორნიკე ერისთავი | თორნიკე ერისთავის]] ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა [[დავით I კურაპალატი|დავით კურაპალატს]] "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. [[965]] იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და [[ათანასეს ლავრა|ათანასეს ლავრაში]] დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი აღწერა [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდელმა]].