შალვა ელიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
1904 წლიდან იყო [[რსდმპ]] წევრი. 1917 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო [[ვოლოგდის გუბერნია|ვოლოგდის გუბერნიის]] მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1918 წლის იანვარ-აპრილში იყო ამავე გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წლის 10 აპრილიდან 11 აგვისტომდე იყო ბოლშევიკთა აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ დაჯგუფების სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ კი [[საბჭოთა კავშირი]]ს სამხედრო საბჭოს წევრი. 1919 წლის 8 ოქტომბრიდან 1922 წლის 30 აგვისტომდე იყო მოსკოვის მთავრობის მიერ შექმნილი [[თურქესტანი]]ს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, თურქკომისიის თავმჯდომარე. [[1921]] წელს [[ალექსანდრე სვანიძე]]სთან ერთდ ხელი მოაწერა [[ყარისის ხელშეკრულება]]ს<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref>. საბჭოთა რუსეთის სახელით მონაწილეობდა [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს მოძრაობასთან მოლაპარაკებებში. [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის]] დროს მივლინებული იყო მე-11 წითელი არმიის წევრად და ნაჩქარევად შექმნილი [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი]]ს თავმჯდომარის მოადგილედ. რამდენადაც რევკომის თავმჯდომარე [[ფილიპე მახარაძე]] საქართველოში არ იმყოფებოდა, ელიავა ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო [[საქართველოს სსრ]]-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ხოლო 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა [[ამიერკავკასიის სფსრ]]-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931-36 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1936-37 წლებში — მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.
 
==ლიტერატურა==
*{{ru icon}} [http://www.oval.ru/enc/85987.html Шалва Зурабович Элиава] დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
*Suny, Ronald Grigor (1994), ''The Making of the Georgian Nation'', pp.&nbsp;214, 235, 251-2, 276, 380, 388. Indiana University Press, {{ISBN|0-253-20915-3}}.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს პრემიერ-მინისტრები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ელიავა“-დან