ნიკო დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
ნიკო დავითის ძე დადიანი-(1847-1903). სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადი. მეუღლე მერი ალექსანდრეს ასული ადლერბერგი (1849-?). შვილები: ნიკო (1876-1919) და სალომე (1878-1961). იმპერატორმა ალექსანდრე II (1818-1881) მას ტახტზე ნებაყოფლობით უარი ათქმევინა, რის სანაცვლოდაც ნიკომ “უგანათლებულეს თავად მინგრელსკის” ტიტული მიიღო. დედის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სიკვდილის შემდეგ მთელს კავკასიაში იგი უმსხვილეს მემამულედ რჩებოდა; ეკუთვნოდა სენაკის, ლეჩხუმის, ზუგდიდის მაზრები და სოხუმის ოკრუგში 270 000 დესეტინა მიწა. ... მაგრამ “უბრწყინვალესი” თავადი იძულებული გახდა კუთვნილი მიწების დიდი ნაწილი გაეყიდა. მალე საქართველოც დატოვა და პეტერბურგს მიაშურა. “ნიკო ყოველთვის გამოირჩეოდა მეცნიერების სიყვარულით, ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მზრუნველობას არ აკლებდა საქართველოში განათლების განვითარების საქმეს;- ის თუმც არაოფიციალურად იყო ნამდვილი წარმომადგენელი თავისი სამშობლოსი, დიდი ცოდნის პატრონიც იყო მის შესახებ. თუ  სათანადო შემთხვევა ხელთ ეძლეოდა, იცოდა სამშობლო ქვეყნის ინტერესების დაცვა”- წერდა გიორგი თუმანიშვილი.
{{მმ*|დადიანი}}
 
ნიკო დადიანს საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერაც ჰქონდა. 1875 წლიდან იგი მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. ბალკანეთის ოპერაციაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო დუნაის ფორსირებაში, შიპკის გმირულ ეპოპეასა და სოფიის თურქთაგან განთავისუფლებაში დაჯილდოვდა ოქროს ხმლით. დადიანების მეგობარი გერმანელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი თავის მოგონებებში მოგვითხრობს ნიკო დადიანის ბალკანეთში 1877-1878 წლებში ლაშქრობის ამბავს.,- “მინგრელსკი” აქ იმპერატორს ახლდა როგორც ფლიგელ ადიუტანტი და ბრძოლებში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ოქროს მახვილი, წმ.ვლადიმირის IV ხარისხის ბაფთიანი და წმ.ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა”. 1878 წლიდან ნიკო რუსეთის არმიის გენერალ მაიორი იყო.
 
1886 წელს ნიკო დადიანის სახელი მთელს მსოფლიოში გახმიანდა- ბულგარეთის ტახტიდან  პრინც ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ , რუსეთის იმპერატორმა იგი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. მასზე საუბრობდა როგორც ქართული ისე უცხოური პრესა. ქვეყნის ინტელიგენცია, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც, მიესალმა ამ მოვლენას. მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობამ და ბულგარეთში მიმდინარე ანტირუსულმა გამოსვლებმა საკითხი გააჭიანურა  და შემდეგ საერთოდ მიაჩუმათა. ასე რომ, ნიკო დადიანი იმპერატორმა იმედგაცრუებული დატოვა.
 
1874 წელს თავადი ულამაზეს მერი ადლერბერგზე დაქორწინდა. მერი რუსეთის საიმპერატორო კარის მინისტრის ალექსანდრე ადლერბერგის ქალიშვილი გახლდათ. როგორც ირკვევა, იგი მეუღლის მსგავსად საქართველოში საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.  მერი “აღმოსავლეთში ქრისტიანობის დამცველთAა ორდენის” წევრი და მისი ჯვრის კავალერი გახლდათ.
 
ნიკოსა და მერის ქორწინება საქართველოში უდიდეს სანახაობად და ზეიმად იქცა. წყვილი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი გემით ოდესიდან ფოთში ჩამოვიდა, ჩემდეგ სპეციალური მატარებლით ქუთაისისკენ გაემგზავრნენ. სამეგრელოს “უბრწყინაველს თავადსა” და მის მეუღლეს მთელი გზა ხალხი ოვაციებით, სიხარულის შეძახილებით, სიმღერებითა და თოფის სროლით ეგებებოდა. მოსახლეობა გზის გასწვრივ ჩამწკრივებულიყო, წარჩინებულნი,  თავადები, გლეხები, ყველანი გამოსულიყვნენ. ახლად დაქორწინებულნი იძულებულნი იყვნენ ხშირ-ხშირად შეეჩერებინათ მატარებელი, გადმოსულიყვნენ რათა ყვავილების ფანჩატურების ქვეშ გაევლოთ, სადაც ყველგან პურ-მარილი ხვდებოდათ და ისევ იწყებოდა სიმღერა, ცეკვა, ლაღობა და ზარ-ზეიმი.  
 
სამეგრელოში დადიანს ზარბაზებნის ზალპითა და ზარების რეკვით შეეგებნენ. მერი Mმეგრელ თავადებს ვარდების ტახტრევანზე დაუბრძანებიათ და ისე აუყვანიათ გორდის სასახლეში. მეფე-დედოფლის საპატივცემულოდ ზუგდიდის მთავარ მოედანზე დიდი სამხედრო აღლუმი და ქვემეხთა კანონადა ჩატარდა.
 
ეკატერინე ჭავჭავაძემ წყვილს თავისებური სიურპრიზი მოუმზადა:- ღამით, გორდის მთებიდან ათასობით ბენგალიურმა ცეცხლმა და ფეერვერკმა იფეთქა.
 
1885 წელს ნიკომ, დადიანების უმდიდრესი ბიბლიოთეკა უსასყიდლოდ გადასცა “ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას”.  “თუ ამ ჩემის ბიბლიოთეკის შეწირვით საზოგადოება მოუტანს რაიმე სარგებლობას ჩვენს სამშობლო  ქვეყანას, მით შევრაცხ  ჩემ თავს ბედნიერად”- წერდა თავადი.
 
“მინგრელსკის” თაოსნობით ღარიბი მოსახლეობისათვის სრულიად უფასოდ დაარსდა სასწავლებლები, აფთიაქები, გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად ცდილობდა ქართველებისათვის კვლავ დაებრუნებინა ივერიის (ათონის) მონასტერი. პრინც ოლდენბურგთან ერთად  ჩაუდგა სათავეში ზუგდიდ-ფოთს შორის რკინიგზის გაყვანის საქმესაც.
 
აღსანიშნავია, რომ დადიანი მთელი სისასტიკით აღუდგა წინ რუსეთის იმპერიის მიერ გაჩაღებულ მეგრული ენის სამწერლობო ენად დამკვიდრების კამპანიას. “ მე მენგრელიას, იმერეთს და გურიას უყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენს შუა განსხვავება არ არის ან არც უნდა იყოს, ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები”- ასეთი სიტყვებით მიმართა მან რუსიფიკატორებს.
 
1903 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ნიკოლოზ დადიანი გარდაიცვალა. იგი სამეგრელოში მატარებლით ჩამოასვენეს და მარტვილის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს.
 
საოცრად ტრაგიკულად წარიმართა ნიკოს შვილის, სამთავრო ტახტის უკანასკნელი მემკვიდრის, პატარა ნიკოს ბედი, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა და რუსეთის არმიაში კამერ-იუნკერად მსახურობდა. 1914 წელს მან იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწო მუშაობა. 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.  უფლისწული წითლებმა პეტროგრადის ციხეში დაატყვევეს,  სიმონ გოგიჩაიშვილის მოგონების მიხედვით- დადიანების მოურავმა ვლადიმერ ალშიბაიამ მთავრების რამდენიმე ძვირფასი რელიქვია და  ოქროს ხმალი პეტროგრადში ჩაუტანა ნიკო ნიკოს ძეს და ციხეში გადასცა. მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფლისწული გაუქურდიათ და ეს ძვირფასი საგნებიც მისთვის მოუპარიათ.  ნიკოს ციხეში შიმშილსა და სიცივეში ამოხდა სული.  საცოლემ, ელენე ერისთავმა ძლივს მოახერხა მისი ცხედრის გამოხსნა და ქართული ეკლესიის შემოგარენში მალულად დასაფლავება. ამჟამად უფლისწულის განსასვენებელი დაკარგულად ითვლება{{მმ*|დადიანი}}
[[ფაილი:Dadiani niko.jpg|250px|thumb|ნიკო დადიანი]]
'''ნიკო დავითის ძე დადიანი''' (დ. [[4 იანვარი]], [[1847]], [[ზუგდიდი]] ― გ. [[23 იანვარი]], [[1903]], [[სანქტ-პეტერბურგი]]) — [[სამეგრელო|სამეგრელოს]] უკანასკნელი მთავარი ([[1853]]-იდან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ([[1878]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_დადიანი“-დან