ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 117:
 
===ტრაპიზონი თანამედროვე თურქეთში===
[[თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის|თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის]] დროს ტრაპიზონის ბერძნული თემი [[მუსტაფა ქემალი]]ს წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი სამსუნსა და ტრაპიზონს შორის [[პონტოს რესპუბლიკა|პონტოს ბერძნული რესპუბლიკის]] შექმნას ითხოვდნენ. 1920 წელს დადებული [[სევრის ხელშეკრულება]] ტრაპიზონს სომხეთის ნაწილად მოიაზრებდა. 1922 წელს [[საბერძნეთ-თურქეთის ომი]] თურქეთის გამარჯვებით დასრულდა, 1920 წლის აპრილში ტრაპიზონი თურქულმა არმიამ საბოლოოდ დაიკავა. 1923 დასრულდა თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის, გაუქმდა სევრის ხელშეკრულება და 1923 წელს დაიდო [[ლოზანის საზავო ხელშეკრულება]], რომელმაც გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა და ჩამოაყალიბა თანამედროვე [[თურქეთი]]ს საზღვრები. თურქეთისა და [[საბერძნეთი]]ს მთავრობები შეთანხმდნენ მოსახლეობის გაცვლაზე.შეთანხმების მიხედვით 100 000 ბერძენი გადასახალდა ტრაპიზონიდან.<ref>Baum, Wilhelm (2006). ''The Christian minorities in Turkey''. Kitab. pგვ. 162. {{ISBN|978-3-902005-62-5}}. "On October 11, 1922, Turkey concluded an armistice with the allied forces, but not with the Greeks. The Greeks in the other settlement areas of Asia Minor were also expelled at that time, like e.g. the Kappadocian Greeks in the Goreme area and the other Greeks in Pontus, in the Trebizond area and on the west coast."</ref>
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს სანაოსნო აქტიურობა შემცირდა, რადგან [[შავი ზღვა]] კვლავ საომარი ზონა გახდა. შესაბამისად, გართულდა მნიშვნელოვანი სექსპორტო პროდუქტის, [[თამბაქო]]სა და [[თხილი]]ს გაყიდვა და დაეცა ცხოვრების დონე. 1953 წლიდან 1970 წლამდე ქალაქში მოქმედებდა ამერიკული სამხედრო ბაზა. ქვეყნის ეკონომიკის ზოგად განვითარებასთან ერთად ტრაპიზონში გამოაცოცხლდა ეკონომიკური და სავაჭრო ცხოვრება. სანაპირო გზატკეცილმა და ნავსადგურმა გაზარდეს კომერციული კავშირები ცენტრალურ ანატოლიასთან, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია. თუმცა ეს პროგრესი თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებთან შედარებით მცირე იყო. 195 წელს შეიქმნა [[ტრაპიზონის პროვინცია]]. 1957 წელს აშენდა აეროპორტი. 1991 წელს [[საბჭოთა კავშირი]]ს დანგრევის შემდეგ გაიზარდა ტრაპიზონში ჩასული ტურისტებისა და ვაჭრების რიცხვი, განვითარდა [[ტურიზმი|ტურისტული]] ინფრასტრუქტურა. 2012 წელს მიენიჭა [[მეტროპოლია|მეტროპოლიური]] მუნიციპალიტეტის სტატუსი. ტრაპიზონის მუნიციპალიტეტი 18 რაიონს მოიცავს. 2013 წელს ტრაპიზონში [[ბუნდესვერი|ბუნდესვერმა]] ააშენა ლოჯისტიკური ცენტრი 2014 წლის დეკემბრამდე [[ავღანეთი]]დან [[გერმანია]]ში სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირების მიზნით.<ref>[http://www.presseportal.de/pm/114358/2898709/das-bewegt-die-bundeswehr-groesster-logistischer-kraftakt-bewaeltigt-Foto ''Das bewegt die Bundeswehr – größter logistischer Kraftakt bewältigt.''] News Aktuell Presseportal, 5. Dezember 2014</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან