ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 114:
 
[[File:Tarbzon-limani.jpg|thumb|left|200px|ტრაპიზონის პორტი 1920-იან წლებში]]
1901 წელს ტრაპიზონის პორტმა შეიძინა ახალი, ინგლისური აღჭურვილობა. 1911 წელს ოსმალეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოყო ფულ მის გასაფართოებლად. 1912 წელს გაიხსნა იმპერიაში ერთ-ერთი პირველი საოპერო თეატრი. 1914 წლის თებერვალში ტრაპიზონში დაიწყო ბერძნული და სომხური თემის დევნა. სხვა ქალაქების მსგავსად ტრაპიზონშიც ბოიკოტი გამოუცხადეს ბერძნულ და სომხურ მაღაზიებს. საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ მალე ხანძარმა გაანადგურა სომხური გიმნაზია<ref>Raymond Kévorkian: Le Génocide des Arméniens. Odile Jacob, Paris 2006, გვ. 585</ref> 1914-1915 წლებში ბევრი ტრაპიზონელი დაიღუპა [[სარიყამიშის ბრძოლა]]ში. 1915 წლის 23 ივნისს დაიხურა წითელი ჯვრის ჰოსპიტალი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ტრაპიზონი ოსმალური და რუსული არმიების ბრძოლების პოლიგონი იყო [[კავკასიის ფრონტი|კავკასიის ფრონტზე]]. 1915 წელს რუსული ფლოტის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა.<ref>Daniel Maldonado in 'Historic Cities of the Islamic World', 2007, p. 525, C. Edmund Bosworth (ed)</ref>1915 წელს ტრაპიზონი იყო [[სომხების გენოციდი]]ს ერთ-ერთი ცენტრი. ქალაქში მცხოვრები სომეხი მამაკაცების უმრავლესობა ხუთი ეშელონით წაიყვანეს [[გუმუშჰანე]]ს საბადოებისკენ, საიდანაც ცოცხალი არ დაბრუნებულან. დანარჩენები ნავებით შეიყვანეს ზღვაში და ჩაძირეს<ref>Toronto Globe, 26 აგვისტო, 1915.</ref>.1916 წლის 4 მარტს რუსეთის არმიამ დაიკავა [[პაზარი]]. ორ დღეში ისინი აკონტროლებდნენ [[ლაზისტანის სანჯაყი|ლაზისტანის სანჯაყს]] და ტრაპიზონიდან 50 კმ-ში იდგნენ. რუსეთის არმიას, პარტიზანული წინააღმდეგობის გამო, კიდევ 40 დღე დასჭირდა [[ტრაპიზონის ოპერაცია|ტრაპიზონის ასაღებად]].<ref>Infographic by the newspaper ''[[The Sphere (newspaper)|The Sphere]]'' showing the advance of the Russian front on Trebizond, The Sphere, April 29, 1916</ref>ქალაქის ადმინისტრაციამ დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და მმართველობა გადასცა ბერძენ მიტროპოლიტ ქრისზანთოსს, რომელმაც დადო პირობა მუსლიმი მოსახლობის დაცვისა. ოსმალურმა არმიამ ქალაქი დატოვა და 15 აპრილს რუსეთის შეარაღებული ძალები ნიკოლოზ უმცროსისა და [[ნიკოლაი იუდენიჩი]]ს ხელმძღვანელობით უბრძოლველად შევიდნენ ქალაქში. ტრაპიზონის ოკუპაციისას რუსებმა გააფართოვეს მისი ნავსადგური.<ref>{{cite book|last=Prothero|first=W.G.|title=Armenia and Kurdistan|year=1920|publisher=H.M. Stationery Office|location=London|page=51|url=http://www.wdl.org/en/item/11768/view/1/51/}}</ref>[[რუსეთის რევოლუცია|რუსეთის რევოლუციის]] გამო რუსულ არმიაში არეულობა დაიწყო. 1918 წლის იანვრიდან რუსებმა დატოვეს ქალაქისა და მთლიანად, ჩრდილო-აღმოსავლეთი [[ანატოლია]]. 1918 წლის 14 თებერვალს ტრაპიზონში თურქული სამხედრო შენაერთები შევიდნენ. ამავე წლის მარტში ტრაპიზონში გაიმართა [[ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია|სამშვიდობო კონფერენცია]] ოსმალეთის იმპერიასა და [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერკავკასიის სეიმს]] შორის, რომლითაც გადაწყდა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] გამოცხადება.
 
===ტრაპიზონი თანამედროვე თურქეთში===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან