ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 98:
XIII საუკუნის შუა წლებში ქალაქმა არნახული აღმავლობა განიცადა სავაჭრო და საბაჟო შემოსავლების შედეგად. ტრაპიზონი იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობიდან. 1204 წელს [[გენუის რესპუბლიკა]]მ ტრაპიზონში სავაჭრო ფაქტორია დააარსა. 1258 წელს [[ბაღდადის ალყა (1258)|მონღოლების მიერ ბაღდადის ალყამ]] მრავალი ქარავანი გადაისროლა ტრაპიზონის მიმართულებით. 1261 წელს ტრაპიზონში იმყოფებოდა [[მარკო პოლო]], რომელიც სწორედ აქედან გაემგზავრა გემით ვენეციაში. 1282 წელს საქართველოს მეფე [[დავით VI ნარინი|დავით ნარინმა]] გაილაშქრა ტრაპიზონზე, თუმცა მის მიერ წამოწყებული [[ტრაპიზონის ალყა (1282)|ტრაპიზონის ალყა]] უშედეგოდ დასრულდა.
 
1306 წელს გენუელებმა ქალაქში ციხე-სიმაგრე იყიდეს. მათმა კონკურენტმა [[ვენეციის რესპუბლიკა]]მ 1319 წელს გახსნა სავაჭრო ცენტრი. ტრაპიზონის ფინანსურ აღმასვლაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ გენუისა და ვენეციის სავაჭრო პუნქტებმა შეასრულეს.<ref>{{cite book|author=მილერიMiller, W. |title=The Latin Orient |year=2009 |pages=51–54 |publisher=Bibliobazaar LLC|isbn=1-110-86390-X}}</ref> ევროპელებს მიჰქონდათ არამხოლოდ სავაჭრო პროდუქტი, არამედ ლეგენდებიც ქალაქის შესახებ, რის გამოც ტრაპიზონმა გვიანი შუა საუკუნეების და რენესანსის დროის ლიტერატურაში მითიური სახე მიიღო. [[სერვანტესი]]სა და [[ფრანსუა რაბლე]]ს ნაწარმოებების პერსონაჟები ცდილობენ ტრაპიზონში მოხვედრას.<ref>'The lure of Trebizond' by Anthony Eastmond, in ''Byzantium's Other Empire: Trebizond'', p. 22, 2016, Istanbul</ref>
 
ამ ეკონომიკური აღმავლობის დროს ქალაქში გაჩნდა კულტურის დიდებული ძეგლები. კომნენოსების ძალაუფლების პიკის დროს ქალაქი ბერძნული ხელოვნების უკანასკნელ კუნძულად იქცა მცირე აზიაში. [[ალექსი II (ტრაპიზონი)|ალექსი II]] და [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი III]] მფარველობდნენ ხელოვნებასა და მეცნიერებას. აშენდა მრავალი ეკლესია, რომლებმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს, [[აია-სოფიას ტაძარი (ტრაპიზონი)|მცირე აია-სოფია]]ს გარდა. კომნენოსები აშენებდნენ ახალ მონასტრებს და მხარს უჭერდნენ არსებულებს. მათ აღადგინეს 1310 წლის ხანძრისგან განადგურებული უნივერსიტეტი, გრიგოლ კონიადესმა გახსნა ასტრონომიის აკადემია, რომელსაც ჰქონდა სპარსეთის საზღვრებს გარეთ საუკეთესო [[ობსერვატორია]], მანვე ბერძნულად თარგმნა [[ნასირ ალ-დინ ტუსი]]სა და შამს-ა-დინ ალ-ბუხარის თხზულებები.<ref>[http://islamsci.mcgill.ca/RASI/BEA/Shams_al-Din_al-Bukhari_BEA.htm "Shams al‐Dīn al‐Bukhārī"]. Thomas Hockey et al. (eds.). ''The Biographical Encyclopedia of Astronomers''. New York: Springer, 2007, pp. 1047–1048. Retrieved 12 January 2018.</ref> ობსერვატორია ცნობილი იყო მზის დაბნელების პროგნოზირებით, თუმცა მეტწილად იმპერატორის კარსა და ეკლესიას ემსახურებოდა.<ref>[https://www.academia.edu/29570856/Astronomy_in_the_Trebizond_Empire Astronomy in the Trebizond Empire] Ahmet M. Zehiroğlu (trans. by Paula Darwish). from Trabzon İmparatorluğu 2016, Trabzon.</ref> 1320 წელს მონღოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ტრაპიზონმა თურქული ტომების რამდენიმე შეტევა გადაიტანა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან