ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 105:
 
===ოსმალური ეპოქა===
1453 წელს [[კონსტანტინოპოლის დაცემა|დაეცა კონსტანტინოპოლი]] და ტრაპიზონის იმპერია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] გავლენის ქვეშ მოექცა. ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორი [[დავითი (ტრაპიზონი)|დავითი]] შეეცადა ოსმალეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ბერძნული ქვეყნების კოალიცია შექმნა ბიზანტიის იმპერიის აღდგენის იმედით. თუმცა ის დამარცხდა და 1461 წელს ტრაპიზონი [[მეჰმედ II]]-მ, ოსმალეთის სულთანმა [[ტრაპიზონის ალყა (1461)|დაიპყრო]].<ref>{{cite book|last=Prothero|first=G.W.|title=Anatolia|year=1920|publisher=H.M. Stationery Office|location=London|url=http://www.wdl.org/en/item/11766/view/1/23/}}</ref> დავითი და მისი ოჯახი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს და იქ სიკვდილით დასაჯეს. მეჰმეთმა ტრაპიზონის მდიდარი მოსახლეობა კონსტანტინოპოლში გადაასახლა, ნაწილი მონებად წაიყვანა არმიაში, 800 ახალგაზრდა კი [[იანიჩარები|იანიჩრად]] აქცია. მეჰმედმა ქალაქში [[თურქები]] დაასახლა, თუმცა ადგილი შეინარჩუნეს ბერძნულმა, ლაზურმა და სომხურმა თემებმა. ტრაპიზონში დარჩნენ პორტის რაიონში მოსახლე ღარიბები. გამაგრებულ ნაწილში დაბინავდნენ სამხედროები. ადმინისტრაციულად ტრაპიზონი [[სანჯაყი]]ს სახით შედიოდა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ეიალეთში: 1461-1514 წლებში რუმის ეიალეთში, 1514-1517 წლებში ერზინჯან-ბეიბურთის ეიალეთში, 1517-1520 წლებში ანადოლუს, 1520-153 წლებში კვლავ რუმის, ხოლო 1535-1598 წლებში ერზრუმი ეიალეთში.<ref>{{cite web|url=http://www.ofhayrat.com/news_print.php?id=4895|title=Haber Yazdır : Trabzon'un fethi araştırmaları ve 15 ağustos 1461 – Of hayrat haberleri|website=www.OfHayrat.com|access-date=14 January 2018}}</ref>1598 წელს შექიმნა ტრაპიზონის ეიალეთი, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. [[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობისას მისი შვილი, [[სელიმ I]], ტრაპიზონის სანჯაყი იყო. ტრაპიზონში დაიბადა მისი შვილი, [[სულეიმან I]], ოსმალეთის მომავალი სულთანი. 1523 წლის აღწერის მიხედვით ტრაპიზონში ცხოვრობდა 1,473 სრულწლოვანი მამაკაცი. მათი დაახლოებით 85% ქრისტიანი იყო, 15% მუსლიმი, ხოლო 13% სომეხი.<ref name="Modern Times page 27/28">''Richard G. Hovannisian'', The Armenian People from Ancient to Modern Times, გვ 27-28 - 2004</ref> XVII საუკუნის ბოლომდე ქალაქის ქრისტიანულმა მოსახლეობა ეტაპობრივად გათურქდა. ტრაპიზონში ოსმალთა მმართველობის დროს XIX საუკუნემდე, ახალი შენობა არ აშენებულა, [[მეჩეთი]]ც კი. ამ ფუნქციის შესასრულებლად ძველ ქრისტიანულ ტაძრებს იყენებდნენ.
 
XIX საუკუნის დასაწყისში ტრაპიზონი [[რუსეთის იმპერია]]სთანვაჭრობამ ეკონომიკურად გააძლიერა. ოსმალეთის მთავრობა ქალაქის მოსახლეობისგან გადასახადებს არ იღებდა და ამან ქალაქი იმპერიისგან ნაწილობრივ დამოუკიდებელი გახადა. გაიხსნა რამდენიმე ასეული სკოლა, რის შედეგადაც რეგიონი წერა-კითხვის ცოდნის დონით მთელს იმპერიაში დაწინაურდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|1828-1829 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის დროს]] რუსულმა სამხედრო ძალებმა ტრაპიზონამდე მიაღწიეს. ომის შემდგომი [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის ზავით]] რუსეთმა მოიპოვა სავაჭრო პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. შედეგად სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს მსგავსი გარანტიები შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობისთვის. 1829 წლიდან რამდენიმე უცხოური საკონსულო გაიხსნა ტრაპიზონში, შესაბამისად ტრაპიზონში ვაჭრობის მასშტაბები გაიზარდა, თუმცა შემოსავალი უცხოეთში გაედინებოდა. XIX საუკუნის შუამდე დომინანტური მდგომარეობა ეპყრათ ბრიტანულ კომპანიებს, რომლებიც ირანთან ვაჭროდნენ. ვაჭრობა აგრეთვე გაიზარდა [[ყირიმის ომი]]ს შემდეგ, რადგან საომარი აღწურვილობა პორტში იტვირთებოდა. XIX საუკუნის შუა ხნიდან აშენდა რამდენიმე ახალი მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკლესია, რომლებიც 1923 წლამდე ფუნქციონირებდნენ. ტრაპიზონი კონსტანტინოპოლთან, [[სმირნა]]სთან და [[სალონიკი|სალონიკთან]] ერთად იყო ქალაქი, სადიდანაც ოსმალეთის იმპერიაში დასავლური კულტურულ და ტექნოლოგიურ სიახლეები შედიოდა. 1835 წელს გაიხსნა [[აშშ|ამერიკული]] სავაჭრო მისია, რომელიც ტრაპიზონში 1835-1859 და 1882-1892 წლებში ფუნქციონირებდა.<ref>{{cite book|author=Rev. M. P. Parmalee|title=Proceedings of the ABCFM for the year 1892|date=1892|publisher=Samuel Usher|location=Boston|page=229|url=https://books.google.com/?id=z8sWAQAAIAAJ&lpg=PA229&dq=%22P.%20O.%20Powers%22%20%22G.%20W.%20Wood%22&pg=PA229#v=onepage&q=%22P.%20O.%20Powers%22%20%22G.%20W.%20Wood%22&f=false|access-date=1 May 2017|quote=Trebizond was occupied as a missionary station in 1835... The following is a list of missionaries who have been connected with the station for at least one year: ... Rev. [[George Warren Wood|G. W. Wood]], 1842 – 1843"}}</ref> 1845 წელს გაიხსნა [[ფოსტა]]. მომდევნო წლებში ამოქმედდა თეატრი, ფოტოსტუდიები, სტამბები და ბანკები. ქალაქში გადაღებული უძველესი ფოტო 1860-იან წლებს მიეკუთვნება და მასზე გამოსახულია სპარსული ქარავანი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან