იცხაკ დავიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ–მუშაკად. 1972 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა [[ისრაელი|ისრაელში]], შემდეგ [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებში]]. არის ისრაელის ბ. გაპონოვის სახელობის კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1975–1976 წლებში მოაწყო ამ ცენტრისა და კავკასიიდან წასულ ებრაელთა გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტერში]]. 11 წელი იყო ისრაელის მთავრობის სპეციალური მრჩეველი კულტურისა და მეცნიერების დარგში. ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია „ისრაელის ეროვნული მოძრაობა“. არის ისრაელში დაარსებული საქართველოდან წასულ ებრაელ მწერალთა კავშირის აქტიური წევრი.
 
იკვლევს ქართულ-ებრაულ, საქართველო-პალესტინის ურთიერთობებს, მცირე აზიისა და კავკასიის ებრაელთა ისტორიას („კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში“, „ქართული პალესტინიანა“, „კავკასიის ებრაელთა ისტორია“), ასევე ძველებრაულ ფილოსოფიას, ესპანურ-არაბულ, ესპანურ-ებრაულ პოეზიას. ებრაულიდან ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო XIX საუკუნის II ნახევრის ებრაელი მოღვაწის [[იეჰუდა ჰალევი ჩორნი]]ს ([[:en:იეჰუდაJoseph ჰალევიJudah ჩორნიChorny|en]]) თხზულებას „მოგზაურობა საქართველოში“. შეისწავლა ევროპელი მოგზაურების ([[ამბროჯო კონტარინი]], [[იოსაფატ ბარბარო]], [[ნიკოლას ვიტსენი]], [[ოლფერტ დაპერი]]) ცნობები და ჩანაწერები საქართველოს შესახებ. წერს ლექსებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ებრაულ ენებზე.
 
== ბიბლიოგრაფია ==