სასანური ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 153:
[[კავკასია|კავკასიაში]] ბატონობისათვის მიმდინარე დაპირისპირებამ ბიზანტიასა და სასანიან სპარსეთს შორის და ქართველთა წარუმატებელმა [[გურგენის აჯანყება (523)|აჯანყებამ]] გურგენის მეთაურობით ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. შედეგად, იბერიის მეფეს მხოლოდ ნომინალური ძალაუფლება შერჩა, იმ დროს როცა ქვეყანას ფაქტობრივად სპარსელები მართავდნენ. ამავე დროს, [[ვეჟან ბუზმირი]]ს მარზპანის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იმ პერიოდის ჰაგიოგრაფები ვარაუდობდნენ, რომ „მეფეები“ თბილისში მხოლოდ მამასახლისის სტატუსით სარგებლობდნენ, რაც ნიშნავს „(სამეფო) სახლის თავს“.{{sfn|Rayfield|2013|page=51}} 580 წელს, როდესაც ბაკურ III გარდაიცვალა, სპარსეთის სასანიანმა ხელისუფლებამ ჰორმიზდ IV-ის (578-590) ხელმძღვანელობით, გამოიყენა იბერიის მონარქიის გაუქმების შესაძლებლობა.{{sfn|Suny|1994|p=25}} იბერია სპარსეთის პროვონციად გადაიქცა, რომელსაც მარზპანები ჩაუყენა სათავეში{{sfn|Yarshater|2001|p=465}}{{sfn|Mikaberidze|2015|page=529}}. აღნიშნული ქმედება პროფესორ [[დონალდ რეიფილდი]]ს მიხედვით ფაქტობრივად იყო: „იბერიის მეფობის დე ფაქტო გაუქმების დე-იურე გაგრძელება, 520-იანი წლებიდან“.{{sfn|Rayfield|2013|page=51}}
 
იბერიელმა დიდებულებმა ეს ცვლილება აღიარეს წინააღმდეგობის გარეშე,{{sfn|Suny|1994|p=25}} იმ დროს როცა სამეფო სახლის მემკვიდრეები გადავიდნენ თავიანთ მაღალმთიან ციხესიმაგრეებში – [[ხოსროიდები|ხოსროიდთა]] მთავარი ხაზი [[კახეთი|კახეთში]] და [[გუარამიდები|გუარამიდების]] უმცროსი შტო [[კლარჯეთი|კლარჯეთსა]] და [[ჯავახეთი|ჯავახეთში]]. თუმცა, სპარსეთის პირდაპირმა კონტროლმა განაპირობა მძიმე დაბეგვრა და [[ზოროასტრიზმი]]ს ენერგიული პოპულარიზაცია მეტწილად ქრისტიანულ ქვეყანაში. ამიტომ, 582 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა, [[მავრიკიოსი (ბიზანტია)|მავრიკიოსმა]] დაიწყო სამხედრო კამპანია სპარსეთის წინააღმდეგ, იბერიელმა დიდგვაროვნებმა მიმართეს მას მონარქიის აღდგენის თხოვნით. მავრიკიოსმა უპასუხა და [[588]] წელს გაგზავნა თავისი პროტეჟე [[გუარამი]], როგორც ახალი მმართველი იბერიაში. მიუხედავად ამისა, გუარამი ტახტზე არ ასულა როგორც მეფე, მაგრამ აღიარეეაღიარებულ იქნა ერისმთავრად და მიენიჭა კურაპალატის აღმოსავლეთ რომაული ტიტული. [[591]] წლის ბიზანტიურ-სასანიდური ხელშეკრულების მიხედვით დასტურდება შეთანხმება, მაგრამ იბერია, როგორც [[თბილისი]]ს ნაწილი დარჩა დაყოფილი რომაული და სასანიდური კონტროლის ქვეშ.{{sfn|Suny|1994|p=25}}, ხოლო [[მცხეთა]] — ბიზანტიის კონტროლის ქვეშ.
 
გუარამის მემკვიდრე, ერისმთავარი [[სტეფანოზ I]], თავისი პოლიტიკით რეორიენტირებულ იქნა სპარსეთზე, დაყოფილი ქართლის შეერთების სურვილით, მაგრამ მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლე]] თავს დაესხა თბილისს [[626]] წელს,{{sfn|Suny|1994|p=26}} 602–628 წლების ბიზანტიურ-სასანიდური ომების დროს, საქართველოს დიდ ნაწილზე აშკარად აღინიშნა გარკვეული ბიზანტიური დომინირება 627–628 წლებში, სასანიდების ხარჯზე, ვიდრე [[ირანის დაპყრობა არაბების მიერ|ირანს არაბები დაიპყრობდნენ]].{{sfn|Mikaberidze|2015|p=28}}