ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ქეთო და კოტე}}
 
[[სურათი:Victor Dolidze - Keto and Kote 4.jpg|thumb|right|200px|"ქეთო„ქეთო და კოტე"კოტე“ [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ]]
'''ქეთო და კოტე''' — [[ვიქტორ დოლიძე|ვიქტორ დოლიძის]] ოპერა სამ მოქმედებად. [[იოსებ გრიშაშვილი]]ს ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა [[თბილისი|თბილისში]] [[1919]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]].
 
==ისტორია==
{{წყარო}}
ოპერა “ქეთო„ქეთო და კოტე”კოტე“ დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ [[ავქსენტი ცაგარელი]]ს ([[1857]]-[[1902]]) პიესის [[ხანუმა (პიესა)|ხანუმას]]([[1882]]) მიხედვით.
 
ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას “ქართველი„ქართველი ოსტროვსკიც”ოსტროვსკიც“ კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც “ცოცხლად„ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან”ცხოვრებიდან“. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.
 
[[1882]] წელს შექმნილმა პიესამ “ხანუმა”„ხანუმა“ იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი “ხანუმა”„ხანუმა“. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი “ქეთო„ქეთო და კოტე”კოტე“.
 
ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.
აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.
 
ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. “ქეთო„ქეთო და კოტეს”კოტეს“ წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო.
 
“ქეთო„ქეთო და კოტე”კოტე“ ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.
 
ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.
 
პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას “ქეთო„ქეთო და კოტე”კოტე“ [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და ლენინგრადში ხვდა წილად [[1937]] წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.
 
სხვადასხვა დროს “ქეთო„ქეთო და კოტე”კოტე“ საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – [[პოლონეთი|პოლონეთში]] (ორჯერ), [[ჩეხეთი|ჩეხეთში]], [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]].
 
==შინაარსი==
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 80-იანი წლები, [[თბილისი]]ს გარეუბანი
 
თავად ლევან ფალავანდიშვილის სახლში წვეულებაა. თავადი სანადიროდ არის წასული, ხოლო სტუმრებს მისი და, კნეინა მარო მასპინძლობს.<ref>[https://mwignobari.wordpress.com/2018/03/01/%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94/ ოპერა ,,ქეთო„ქეთო და კოტე"კოტე“]</ref>
 
ლევანი ნადირობიდან ბრუნდება. შორიდანვე მოისმის მისი ლაღი, მხიარული სიმღერა - თავადი შესანიშნავ გუნებაზეა. მაჭანკალი ბაბუსი ცდილობს ლევანს მდიდარი ვაჭრის - მაკარ ტყუილკოტრიაშვილის ლამაზი ქალიშვილი – ქეთო გაურიგოს. ეს ქორწინება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება - ვალებში ჩავარდნილი ლევანი ლამაზ საცოლესთან ერთად მისი მამის ქონებასა და თანხებსაც მიიღებს მზითვად, მაკარი კი წარჩინებულ გვართან დამოყვრდება.
იკრიბებიან სტუმრები. მაკარს ყალბ უწყებას მიართმევენ, თითქოს მას სასწრაფოდ იბარებს გამომძიებელი. შეშფოთებული მაკარი ბოდიშს იხდის სტუმრებთან და მიდის.
 
ლევანი მოუთმენლად ელის მშვენიერი საცოლის გამოჩენას. და აი ისიც - ქეთოს ტანსაცმელში გამოპრანჭული ბარბალე მანჭვა-გრეხით გამოდის. “საცოლის”„საცოლის“ სიმახინჯით აღშფოთებული და შეურაცხყოფილი თავადი ხმალს იშიშვლებს. შეშინებული სტუმრები იფანტებიან.
 
===მესამე მოქმედება===
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ქართული ოპერები]]