ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ოპერა “ქეთო და კოტე” დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ [[ავქსენტი ცაგარელი]]ს ([[1857]]-[[1902]]) პიესის “[[ხანუმა (პიესა)|ხანუმას]]”([[1882]]) მიხედვით.
 
ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას “ქართველი .....ოსტროვსკიც” კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც “ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან”. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.
 
[[1882]] წელს შექმნილმა პიესამ “ხანუმა” იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი “ხანუმა”. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე”.
ანონიმური მომხმარებელი