მუნჯაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| commons = Category:Muntiacus
}}
'''მუნჯაკი'''<ref>{{BioDict|65128|muntjac}}</ref> ({{lang-la|Muntiacus}}) — [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარ]] [[ცხოველები|ცხოველთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ირმისებრნი|ირმისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მათი სხეულის სიგრძეა 89–135 [[სმ]], სიმაღლე მინდაოში 40–65 სმ. ფეხები შედარებით მოკლეა, უკანები წინებზე გრძელი; სხეული ჯმუხად გამოიყურება. მამლებს აქვთ მოკლე სწორი რქები მცირე ზომის თვალსზედა და, ზოგჯერ, ორი დამაბოლოებელი გამონაზარდით, ისინი განლაგებულია მაღალ რქის ძირებზე. შეფერილობა ზურგზე მოყვითალო- ან მორუხო-ჟანგმიწოვანია, მუცელზე — მოთეთრო. დედალი მამალზე ღია ფერისაა. გამოყოფენ 4-დან 14-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია [[ინდოსტანი|ინდოსტანში]], სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[ინდოჩინეთი|ინდოჩინეთში]], [[შრი-ლანკა]]ზე, [[დიდი ზონდის კუნძულები|დიდი ზონდის კუნძულებზე]] ([[სულავესი|სულავესის]] გარდა), [[ხაინანი (კუნძული)|ხაინანსა]] და [[ტაივანი|ტაივანზე]]. მთებში [[ზღვის დონიდან]] 4000 [[მეტრი|მეტრამდე]] აღწევენ. ბინადრობენ ხშირ ტყეებში წყალსატევთან ახლოს, არ ერიდებიან ანთროპოგენურ ლანდშაფტს. ცხოვრობენ მარტო ან წყვილებად, ზოგჯერ ოჯახებად. იკვებებიან სხვადასხვა [[ბალახოვანი მცენარე|ბალახით]], [[ბუჩქები|ბუჩქების]] [[ფოთლები|ფოთლებით]], [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფებით]], [[სოკოები|სოკოებითა]] და სხვ. სქესობრივი აქტივობის პერიოდისა და შიშის დროს გამოსცემენ ძლიერ მყეფარე ხმას. გამრავლება გარკვეულ სეზონთან დაკავშირებიული არ არის. მაკეობა დაახლ. 6 თვე გრძელება, იგებს 1, იშვიათად ორ ნაშიერს. დამოუკიდებელ ცხოვრებას მიახლოებით 6 თვისანი იწყებენ, სქესობრივ სიმწიფეს დედალი 7–8 თვეში აღწევს, მამალი — სიცოცხლის 1-ლი წლის ბოლოს. ცოცხლობენ 12–15 წელს. კარგად იტანენ ტყვეობას. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნადირობის ობიექტები არიან (იყენებენ ხორცსა და ტყავს). [[IUCN]]-ის მიხედვითნუსხის თანახმად, [[შავი მუნჯაკი]]ს (''M. crinifrons'') მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო [[დიდრქება მუნჯაკი]] (''M. vuquangensis'') შეფასებულია საფრთხეში მყობ სახეობად.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუნჯაკი“-დან