ავტონომია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ავტონომიები საქართველოში==
საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა]] და [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის]] არსებობას. საქართველოს კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს მმართველობის განსაკუთრებულ წესს ყოფილი სამხრეთ [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|ოსეთის ავტონომიური ოლქის]] ტერიტორიაზე.
ავტონომიური რესპუბლიკების არსებობას ითვალისწინებდა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისადაც საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა. კონსტიტუციითვე იყო განსაზღვრული, რომ ავტონომიური მმართველობის დებულებები უნდა განსაზღვრულიყო ცალკე კანონით.
#საქართველოს პრეზიდენტის არჩევა 2024 წლიდან მოხდება 300 წევრისგან შემდგარი კოლეგიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
#აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი ქართულთან ერთად აგრეთვე მინიჭებული აქვს აფხაზურ ენას.
გარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა, საქართველოს კანონმდებლობით მმართველობის განსაკუთრებული სტრუქტურაა ჩამოყალიბებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის 2007 წლის დადგენილების საფუძველზე შექმნილია დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
 
==საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ავტონომიები [[ჰონგ-კონგი]] და [[მაკაო]] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში==