ორაგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| commons = Category:Salmonidae
}}
'''ორაგულისებრნი''' ({{lang-lat|Salmonidae}}) — [[თევზები]]ს ოჯახი [[ორაგულისნაირნი|ორაგულისნაირთა]] რიგისა. [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზებია. ზურგის ფარფლში 10–16 სხივი აქვთ, მეორე, ცხიმოვანი ფარფლი სხივებს მოკლებულია.<ref>Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971.</ref> მრავლდებიან მტკნარ წყალში. მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფეროს]] წყლებში. ოჯახის შემადგენლობაში წარმოდგენილია როგორც ანადრომული, ისე მტკნარწყლიანი თევზის სახეობები. ორაგულისებრნი შეიცავს 11 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარსა]] და 226 [[სახეობა]]ს.<ref>[https://www.fishbase.se/summary/FamilySummary.php?ID=76#famList_tab FAMILY Details for Salmonidae - Salmonids - FishBase]</ref> მეტად ცნობილი წარმომადგენლებია: [[ჩრდილოეთის ორაგული]], [[თევზთეთრა]], [[ღურკანა]], [[კეტა]], [[ნელმა]], [[ნერკა]], [[სიმა]], [[კიჟუჩი]], [[ჩავიჩა]], [[კუმჟა]], [[სიგი]], [[ომული]], [[არქტიკული გოჭალა]], [[იშხანი (თევზი)|იშხანი]], [[ჰარიუსი]], [[ტაიმენი]], [[ლენოკი]]. სხვადასხვა სახეობის კარგად ცნობილი კრებსითი სახელწოდებებია [[ორაგული]] და [[კალმახები|კალმახი]]. ორაგულისებრნი გავრცელებულია [[ატლანტის ოკეანე|ატლანტისა]] და [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეებში]], აგრეთვე [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთი ნახევარსფეროს]] მტკნარ წყლებში, შუა და ჩრდილოეთ განედებში. მათი [[ქვირითი]]ს დიდი ბუნებრივი ადგილებია [[კამჩატკის ნახევარკუნძული|კამჩატკა]], [[სახალინი]] და [[კურილის კუნძულები]]. ორაგულისებრნი ძვირფასი სარეწაო თევზებია, თევზჭერისა და აკლიმატიზაციის კარგი ობიექტები. მათი აქტიური მოპოვება ხორციელდება არა მხოლოდ ძვირფასი [[ხორცი|წითელი ხორცის]], არამედ [[წითელი ხიზილალა|წითელი ხიზილალის]] გამოც. განსაკუთრებით ძვირფასია წყნაროკეანური ორაგულების წითელი ხიზილალა.<ref>{{ქსე|7|551-552|დემეტრაშვილი მ.|არა}}</ref> კულტივირებისა და ხელოვნური გამრავლების ობიექტებია [[ჩრდილოეთის ორაგული]], [[წყნაროკეანური ორაგული]] და [[კალმახები|კალმახის]] სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია [[შავი ზღვის ორაგული]], [[ცისარტყელა კალმახი]], [[მდინარის კალმახი]], [[ტბის კალმახი]], [[ევროპული ჭაფალა]], [[პელიადი]], [[ჩვეულებრივი სიგი]]. საქართველოში, ორაგულისებრთა წარმოებაში 99,2 პროცენტით [[ცისარტყელა კალმახი]]ა წარმოდგენილი.<ref>[https://www.geostat.ge/media/25042/akvakulturis-meurneobis-gamokvleva-2018-weli--%28geo%29.pdf სტატისტიკის ეროვნული სამსახური]</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორაგულისებრნი“-დან