ავაგ მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ავაგ მხარგრძელი''' (გ. [[1250]]) — XIII საუკუნის II მეოთხედის [[ქართველები|ქართველი]] [[დიდებული]], [[ივანე I მხარგრძელი]]ს ძე. მამის სიკვდილის ([[1227]]) შემდეგ გახდა [[სპასალარი]], ხოლო [[1242]] წელს მონღოლეთში პირველი მოგზაურობის შემდეგ [[რუსუდანი]]ს მიერ მიენიჭა [[ათაბაგი]]ს წოდება. ავაგით დასრულდა (იგი უძეოდ გადეგო) [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ძირითადი შტოს (ივანეს სახლი) მამაკაცთა ხაზი. ავაგს ცოლად ჰყავდა რაჭის ერისთავის კახაბერისძის ასული [[გვანცა დედოფალი|გვანცა]], რომელიც დაქვრივების შემდეგ შეირთო მეფე [[დავით VII|დავით VII ულუმ]].
 
მხარგრძელი მოღვაწეობდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა და მათი ბატონობის პირველ პერიოდში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში. როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში, ავაგი, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, გამაგრდა თავის [[კაენის ციხე|ციხე კაენში]], ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და მათთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში. მონღოლებმა — ჯერ ბათო-ყაენთან გაგზავნეს, [[ოქროს ურდო]]ში, ხოლო შემდეგ — დიდ ყაენთან [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]]. აქ ავაგი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად [[დავით VI|დავით ნარინის]] ამალაში შედიოდა და მხარს უჭერდა მის კანდიდატურას სამეფო ტახტზე (დავით ულუს წინააღმდეგ). მხარგრძელი მონღოლებმა ორივე დავითზე ადრე გაგზავნეს საქართველოში, სადაც მას კონფლიქტი მოუხდა [[ეგარსლან ბაკურციხელი|ეგარსლან ბაკურციხელთან]], რომელიც უმეფობის ხანაში ([[1245]]-[[1247]]) პირველი კაცი გახდა. საქართველოში დაბრუნების რამდენიმე წლის შემდეგ ავაგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თავის საგვარეულო მონასტერში — პღნძჰანქში ([[ახპატიახპატის მონასტერი]]).
 
ავაგ ათაბაგი მოხსენიებულია ახტალის კედლის წარწერაში: „პეტრემ და მისმა ძმისწულმა ილარიონმა თავიანთი სულის საოხად და მათი უშაულო პატრონის - ათაბაგ ავაგის მოსახსენებლად ააგეს [[ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია|მცირე ეკვდერი თორმეტი მოციქულის დღესასწაულის სახელზე]] ახტალაში<ref>[https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia/photos/a.1092276727456470.1073741928.115293058488180/1092333280784148/?type=1&theater ზაზა ალექსიძის მოხსენება]</ref>.“