ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-დაუდასტურებელი ფაქტი
ხაზი 38:
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიკვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმინდა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] თავის ქალის ნაწილი, წმიდა [[იოანე ოქროპირი]]ს სარკოფაგი და სხვ.
 
დასავლეთ საქართველოში, [[აფხაზეთის საკათალიკოსო|აფხაზეთის]] საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი თექვსმეტამდე აღწევდა: ბიჭვინთის საკათოლიკოსო ეპარქია, [[დრანდის საეპისკოპოსო|დრანდის]], [[მოქვის საეპისკოპოსო|მოქვის]], [[ბედიის საეპისკოპოსო|ბედიის]], [[ჭყონდიდის ეპარქია|ჭყონდიდის]], [[ცაიშის საეპისკოპოსო|ცაიშის]], [[ხობის მონასტერი|ხობის]], [[წალენჯიხის საკათედრო ტაძარი|წალენჯიხის]], [[ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია|ცაგერის]], [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]], [[ქუთაის-გაენათის ეპარქია|ქუთაისის]], [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის]], [[ხონისა და სამტრედიის ეპარქია|ხონის]], [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათის]], [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]] და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო|ხინოწმინდის]] ეპარქიები. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს, 1814 წელს საკათალიკოსოში მოქმედებდა შემდეგი ეპარქიები: 1.ქუთაისის; 2. გელათის; 3. ხონის; 4.ნიკორწმინდის; 5. ცაგერის; 6. ჭყონდიდის; 7. ცაიშის; 8. ჯუმათ-შემოქმედის; მმართველ მღვდელმთავართა რიცხვს ემატებოდა ხინოწმინდის ტიტულარული მღვდელმთავარი [[დავითი (წერეთელი)|დავით წერეთელი]]. 1810-იანი წლებში რუსეთის იმპერიამ ქართველ მებრძოლებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნა ოსმალთა საოკუპაციო ჯარები და დაიწყო განადგურებული საეკლესიო ცხოვრების აღდგენა. XIX ს. 50-იან წლებში დაარსდა აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც [[1885]] წლამდე განაგებდნენ [[ქართველი]] მღვდელმთავრები. [[1885]] წლიდან [[სოხუმის ეპარქია|სოხუმის ეპარქიის]] სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის [[რუსი]] ეპისკოპოსები მართავდნენ. [[რუსეთი]]ს ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, [[რუსეთი]]ს უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1914 წელს სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან ჩამოშორება და მისი რუსეთის ეკლესიის ჩვეულებრივ ეპარქიად გადაქცევა მოინდომეს. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. [[თბილისი|თბილისში]] მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ [[პეტიცია]] წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას {{ფაქტი}}. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი [[აფხაზი]] საზოგადო მოღვაწე [[გიორგი შერვაშიძე]].
 
== ცხუმ-აფხაზეთის მღვდელთმთავართა სია ==