ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
== შედგენილობა ==
 
ნერვულ ქსოვილს ქმნის1ქმნის ნერვული უჯრედები, რომლებსაც [[ნეირონი|ნეირონები]] ეწოდება. ნეირონებს გარს აკრავს პატარა ე. წ თანამგზავრი უჯრედები, რომლებიც ასრულებენ საკვებ ფუნქციას, მათ გლიური უჯრედები ჰქვიათ.
ისინი ნეირონებზე ათჯერ მეტია. ნეირონი შედგება სხეულისა და მისგან წარზიდული მორჩებისგან. მორჩები არის ორი სახის: დენდრიტები, რომლებიც ხესავით დატოტვილ სტრუქტურას ქმნიან, და ერთი ნეირონის შემთხვევაში შეიძლება მრავალი იყოს; მეორე სახის მორჩია აქსონი. ყოველ ნერვულ უჯრედს მხოლოდ ერთი აქსონი აქვს და ის უფრო გრძელია ვიდრე დენდრიტები.
 
'''ნერვული იმპულსი''' რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ანალიზატორით აღიქმება, დენდრიტების საშუალებით მიდის ნეირონის სხეულში, სადაც მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და შესაბამისი ფიზიოლოგიური პასუხის ფორმირება, რაც პერიფერიაზე გავრცელდება აქსონების საშუალებით. აქსონებს ხშირ შემთხვევაში გარს აკრავს თეთრი ფერის გარსი, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ნერვულ სისტემაში რუხი შეფერილობა განპირობებულია დენდრიტებისა და ნეირონების სხეულთა გროვებით, ხოლო თეთრი შეფერილობა, კი აქსონების გროვებით.
ნეირონები, თავიანთი ფუნქციის შესაბამისად არიან მგრძნობიარე ან მამოძრავებელი. მგრძნობიარე ნერვები გრძნობათა ორგანოებიდან ზურგის ტვინში გადასცემენ იმპულსებს, რათა ზურგის ტვინში მოხდეს შესაბამისი პასუხის ფორმირება და განხორციელლდეს პერიფერიაზე ესა თუ ის მოტორული პასუხი. მამოძრავებელ ნეირონებს იმპულსები ზურგისა და თავის ტვინიდან, კუნთებთან და შინაგან ორგანოებთან მიაქვთ.
ნერვები, ნერვული უჯრედების გროვებია, რომელიც გარედან დაფარულია მიელინის გარსით. ისინიც თავიანთი ფუნქციის შესაბამისად შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.
 
== მოგრძო ტვინი და ხიდი ==