წიგნი სიბრძნე სიცრუისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.200.31-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vaxtan VI sulxan saba. saidan.XVIII s. miniatura.jpg|thumb|350px|მეფე [[ვახტანგ VI]] და [[სულხან-საბა ორბელიანი]]. მე–18 საუკუნის მინიატურა]]
'''წიგნი სიბრძნე სიცრუისა''' — [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს პირველი ლიტერატურული ქმნილება. იგი დაწერილია XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში. წიგნი ასევე ცნობილია სათაურით „სიბრძნე სიცრუისა“. უპირატესობა მიენიჭა პირველ სათაურს, როგორც ავტორისეულს. ეს დადასტურებულია XVII-XIX საუკუნეების ყველა ძირითადი ხელნაწერით. “სიბრძნე სიცრუის” წიგნი სულხან–საბა ორბელიანს დაუწერია ახალგაზრდობაში. როგორც გვაუწყებს თხზულების ხელნაწერი „ჟამსა სიჭაბუკისასა“ (ყოველ შემთხვევაში, ბერად აღკვეცამდე, ანუ [[1698]] წლამდე) წიგნი შეიცავს იგავ–არაკების კრებულს, რომელიც წარმოდგენილია ფაბულური მოთხრობის ფონზე (მსგავსად [[ქილილა და დამანა]]სი, [[სიბრძნე ბალავარისი|სიბრძნე ბალავარისა]] და სხვ). არსებობს „სიბრძნე სიცრუის“ რამდენიმე გამოცემა. [[1959]] წელს, [[გიორგი ლეონიძე|გ. ლეონიძისა]] და [[ვარლამ დონდუა|ვ. დონდუას]] რედაქციით [[თბილისი|თბილისში]] დაიბეჭდა საიუბილეო გამოცემა. თხზულება სრულად თარგმნილია [[რუსული ენა|რუსულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]], [[პოლონური ენა|პოლონურ]], [[უნგრული ენა|უნგრულ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]], [[სომხური ენა|სომხურ]] და [[უკრაინული ენა|უკრაინულ]] ენებზე, ხოლო ნაწილობრივ [[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]].<ref>ძველი ქართული ლიტერატურა, ქრესტომათია. გამომც. „განათლება“, თბილისი. 1988</ref>
1991 წელს რეჟისორმა [[ნანა ხატისკაცი|ნანა ხატისკაცმა]], სულხან–საბა ორბელიანის იგავების მიხედვით გადაიღო ფილმი „სიბრძნე სიცრუისა“. რეჟისორმა [[მერაბ სარალიძე]]მ გადაიღო იგავ–არაკ „სოფლის მაშენებელნი“–ზე დაფუძნებული ორი მულტფილმი – „ტყის კვარტეტი“ (1984, მხატვარი [[ბესარიონ ხიდაშელი|ბ. ხიდაშელი]]<ref>http://www.youtube.com/watch?v=l6Ql8nFFymA&feature=related</ref> ) და „ქვეყნის მაშენებლები“ ([[1997]]<ref>http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=7009</ref>). სიბრძნე სიცრუისა არის ყ*ეობა.
 
აღსანიშნავია, რომ იგავ–არაკთა სათაურები ავტორს არ ეკუთვნოდა, არც ძველ ხელნაწერებში მოიპოვებოდა. დასათაურებული იგავები პირველად გაჩნდა ყრმათა საკითხავად განკუთვნილ, [[1861]] წელს გამზადებულ ხელნაწერში და [[1892]] წლის ბეჭდურ გამოცემაში.<ref>ქართული პროზა, წიგნი V (შემადგენელნი გ. გვერდწითელი, ნ. ებრალიძე, რ. თვარაძე) „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983</ref> მას შემდეგ, ყველაზე ხშირად სწორედ დასათაურებული ვარიანტი იბეჭდება.