მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გვერდის შექმნა
(განსხვავება არ არის)

13:03, 23 აპრილი 2020-ის ვერსია

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა (DBMS) არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ურთიერთქმედებს საბოლოო მომხმარებლებთან, აპლიკაციებთან და თავად მონაცემთა ბაზასთან, მონაცემების აღებისა და გაანალიზების მიზნით. DBMS დამატებით შეიცავს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულ ძირითად შესაძლებლობებს. მონაცემთა ბაზის, DBMS და მათთან დაკავშირებული პროგრამების ერთობლიობას შეიძლება ეწოდებოდეს "მონაცემთა ბაზის სისტემა". ხშირად ტერმინი "მონაცემთა ბაზა" ასევე გამოიყენება აგრეთვე DBMS-ის, მონაცემთა ბაზის სისტემის ან მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული აპლიკაციის აღსანიშნავად.

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების დაცვას და უსაფრთხო შენახვას. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს ათი ათასობით მომხმარებელს, ამასთან ერთად უზრუნველყოს ბაზებში არსებული მონაცემების საიმედო უსაფრთხოება და მთლიანობა.