განათლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.15.255-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
[[ფაილი:Klassenzimmer1930.jpg|thumb|250px|გერმანული საკლასო ოთახი, 1930-იანი წლები]]
'''განათლება''' — სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული [[ადამიანი]]ს ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა [[სწავლა]] საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია [[აღზრდა]]სთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, [[მეცნიერება|მეცნიერების]], [[ტექნიკა|ტექნიკისა]] და [[კულტურა|კულტურის]], [[წარმოება|წარმოების]] მოთხოვნებით.
 
განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ [[ბავშვი|ბავშვებისთვის]] და [[ახალგაზრდობა|ახალგაზრდებისთვის]] ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს [[ოჯახი]], [[სკოლა]], [[უნივერსიტეტი]] და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი [[მოტივაცია]]. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. [[გლობალიზაცია|გლობალიზაციის]] პროცესი [[კაცობრიობა]]ს სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განათლება“-დან