1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
 
== 1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში ==
===მოძრაობის ხელმძღვანელები სოხუმის ოლქშიოკრუგში===
[[1905]] წლის რევოლუცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთშიც. სოხუმის ოლქშიოკრუგში რევოლუციის ძირითად ეპიცენტრებს ქალაქი [[სოხუმი]] და [[გუდაუთა]] წარმოადგენდა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] [[ბათუმი|ბათუმის]] კომიტეტის სოხუმის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც აფხაზი თავადი, შემდგომში [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] აქტიური პოლიტიკოსი, სოხუმის ოლქისოკრუგის მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების დეპუტატი, [[არზაყან ემუხვარი|დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი]] ედგა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგნენ სოციალ-დემოკრატები, შემდეგში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრები, ცნობილი მასწავლებელი [[ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე]], [[ლავროსი კიღურაძე]], [[სამსონ მაღნარიძე]], [[ვასო გორდელაძე]] და [[ლევან გოთოშია]].
 
[[1904]]-[[1905]] წლების მიჯნაზე აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებისა და რევოლუციური მოძრაობის ფორმირებაში მონაწილეობდა სოხუმის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე, შემდეგში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[სახალხო გვარდია|სახალხო გვარდიის]] მეთაური და დამფუძნებელი კრების წევრი, [[ვალიკო ჯუღელი|ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი]]. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ჯუღელი გიმნაზიიდან და ოლქიდანოკრუგიდან გააძევეს.
 
გუდაუთაში რევოლუციურ მოძრაობას სოციალ-დემოკრატი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ეროვნებით აფხაზი [[ვასილ გურჯუა]] ხელმძღვანელობდა.
 
[[სოხუმის ოკრუგი|სოხუმის ოკრუგში]] რევოლუციურ მოძრაობაში ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მონაწილეობდა, პროცესში მხოლოდ არზაყან ემხვარი, ვასილ გურჯუა და კიდევ რამდენიმე აფხაზი პოლიტიკოსი იყო ჩართული. ოლქისოკრუგის ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აფხაზთა დიდი ნაწილი ერთგულებას უცხადებდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს. ამ ტენდენციის მიზეზად აფხაზ მოსახლეობაში არისტოკრატიის დიდი გავლენა სახელდებოდა, რომელიც საიმპერიო რეჟიმისადმი ლოიალურად იყო განწყობილი. ამასთან ხელისუფლება [[XIX საუკუნე]]ში აფხაზეთში განხორციელებული მოსახლეობის იძულებითი გადასახლების, [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირობის]] შემდეგ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს განსაკუთრებული საპოლიციო დაკვირვების ქვეშ ტოვებდა და თავისუფლად მოქმედების სივრცეს უზღუდავდა.
 
=== რევოლუციური მოძრაობის მოქმედებები სოხუმის ოლქში ოკრუგში===
სოციალ-დემოკრატი არზაყან ემუხვარის მეთაურობით მოქმედმა სოხუმის რევოლუციურმა მოძრაობამ [[1905]] წლის ოქტომბერ-ნოემბერში ფაქტობრივი ძალაუფლება აიღო ხელში, მოქალაქეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საიმპერიო რეჟიმს. რევოლუციურმა მოძრაობამ მოუწოდა ქალაქის საბჭოს თავსა და ხმოსნებს დაეტოვებინათ მანდატები და ჩაეტარებინათ ხმოსანათა დემოკრატიული არჩევნები. რევოლუციონერებმა ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, რომელიც ვალდებულებას იღებდა ქალაქში წესრიგის დამყარებაზე და მშვიდობანობის შენარჩუნებაზე. ქალაქის მმართველობამ რევოლუციონერების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ადგილობრივი მმართველობის ამგვარი პასუხის საპირისპიროდ რევოლუციონერებმა ხელისუფლებას სრული ბოიკოტი გამოუცხადეს. სოხუმის მოსახლეობამ შეწყვიტა ყოველგვარი გადასახადის გადახდა. საყოველთაო გაფიცვისა და ბოიკოტის შედეგად ქალაქის საბჭოს ხმოსნებმა ქუთაისის გუბერნიის ხელმძღვანელს [[ვლადიმერ სტაროსელსკი]]ს მიმართეს გადადგომის მოთხოვნით.
 
სოხუმის რევოლუციურ მოძრაობებში ელეონორა ტერ-ფარსაგოვას ხელშეწყობით აქტიურად იყვნენ ჩართული სოხუმელი მოსწავლეები და მასწავლებლები. გაფიცვების დროს ქალაქის ბულვარსა და ქუჩებში მოსწავლეები ასრულებდნენ [[მარსელიეზა|მარსელიეზასა]] და სხვა რევოლუციურ სიმღერებს. მარსელიეზას შესრულებისას სიტყვათა წყობაში სისხლიანი მეფის წარმოთქმისას იყენებდნენ იმპერატორ ნიკოლოზის სახელს.
 
[[1905]] წლის ოქტომბერში იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა დასთანხმებოდა რევოლუციის მონაწილეებსა და დემოკრატიული რეფორმების დაწყების ბრძანება გაეცა. იმპერატორმა 1905 წლის 17 ოქტომბერს [[ოქტომბრის მანიფესტი|მანიფესტი]] გამოსცა, რომლითაც მოქალაქეებს მიწის, შრომის, განათლების, ნაციონალურ და დემოკრატიულ რეფორმებს ჰპირდებოდა. მანიფესტის თანახმად რუსეთის იმპერიაში დემოკრატიულად აირჩევდნენ საკანონმდებლო ორგანოს, სრულიად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, რომელის გარეშეც იმპერატორი და მთავრობის მინისტრები ვერ მიიღებდნენ ვერც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მანიფესტის თანახმად რევოლუციური მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ არ გატარდბეოდა სადამსჯელო ღონისძიებები.
ხაზი 32:
თავდაპირველად დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო, თუმცა პარალელურად გამკაცრდა საიმპერიო ხელისუფლების მოქმედებებიც. [[1906]] წლიდან დააკავეს და გაასამართლეს ასეულობით რვეოლუციონერი, მათ შორის ახლად შემოღებული სახელმწიფო სათათბიროს პირველი და მეორე მოწვევის დეპუტატები. იმპერიის მასშტაბით შემცირდა რევოლუციონერთა საპროტესტო მანიფესტაციების მასშტაბებეიც. საბოლოოდ კი 1905 წლის იანვარში დაწყებული დემოკრატიული რევოლუცია [[1907]] წლის ივნისში მარცხით დასრულდა. გაძლიერდა საიმპერიო რეჟიმის ტერორი, კიდევ უფრო გააქტიურდა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილე პირთა მასობრივი დევნა, დაპატიმრება და გადასახლებები.
 
რევოლუციის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს სოხუმის ოლქშიოკრუგში მოძრაობის სოციალ-დემოკრატი ხელმძღვანელები, არზაყან ემუხვარს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე ერთწლიანი პატიმრობა და კავკასიიდან გადასახლება მიუსაჯეს ელეონორა ტერ-ფარსაგოვასაც, თუმცა ფეხმძიმობის გამო სასამართლომ შემდგომში სასჯელისაგან გაათავისუფლა, მაგრამ დატოვა სამილიციო მეთალყურეობის ქვეშ. ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა სოხუმის ჯგუფის სხვა წევრებსაც.
 
[[1907]] წელს დააპატიმრეს გუდაუთის რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი ვასილ გურჯუა. აფხაზ პოლიტიკოსს რეჟიმი რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელობასთან ერთად საზღვარგარეთიდან იარაღის უკანონო შემოტანასაც ედავებოდა. ვასილ გურჯუას სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომში სასჯელის ვადა გაუგრძელეს და ჯამში ორწელნახევარზე მეტი გაატარა მეტეხის ციხეში.
 
შემდეგი წლების განმავლობაში აფხაზეთში რევოლუციის ხელმძღვანელებს აეკრძალათ ქალაქ სოხუმში და მთლიანად ოლქშიოკრუგში ცხოვრება და საქმიანობა.
 
== ლიტერატურა ==