გრავიტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''გრავიტონი''' — [[კვანტური გრავიტაცია|კვანტური გრავიტაციის]] თეორიაში ესაა ჰიპოტეტური, მასის არმქონე ელემენტარული ნაწილაკი, გრავიტაციული ზემოქმედების გადამტანი და გრავიტაციული ველის კვანტი. აღინიშნება სიმბოლო G-თი<ref>G გამოიყენება, რადგან სიმბოლო g-თი აღინიშნება ნაწილაკი გლუონი.</ref> მას არ გააჩნია ელექტრული და სხვა სახის მუხტი (თუმცა გააჩნია ენერგია და ამიტომ მონაწილეობს გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში). უნდა გააჩნდეს [[სპინი]] 2 და პოლარიზაციის ორი შესაძლო მიმართულება. სავარაუდოდ, ყოველთვის მოძრაობს [[სინათლის სიჩქარე|სინათლის სიჩქარით]].
 
არ არსებობს გრავიტონების სრული კვანტური თეორია, [[ფარდობითობის ზოგადი თეორია|ფარდობითობის ზოგად თეორიაში]] რენორმალიზაციის გადაუწყვეტი მათემატიკური პრობლემის გამო. [[სიმების თეორია]]<nowiki/>ში, რომელიც ითვლება [[კვანტური გრავიტაცია|კვანტური გრავიტაციის]] თანმიმდევრულ თეორიად, გრავიტონი არის ფუნდამენტური სიმის მასის არმქონე მდგომარეობა.
 
ტერმინი „გრავიტონი“ შემოტანილ იქნა 1934 წელს საბჭოთა ფიზიკოსების დ.ბლოხინცევის და ფ.გალპერინის მიერ.<ref>Blokhintsev, D. I.; Gal'perin, F. M. (1934). "Гипотеза нейтрино и закон сохранения энергии" [Neutrino hypothesis and conservation of energy]. Pod Znamenem Marxisma (in Russian). 6: 147–157. ISBN 9785040089567</ref>
 
==სქოლიო==