შამპანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ანა ზავრადაშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Milenioscuro-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: შეცვლილია სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Champagne in France (1789).svg|250პქ|მინი|მარჯვნივ|შამპანი საფრანგეთის რუკაზე]]
'''შამპანი''' ({{lang-fr|Champagne}}) — ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. შამპანის ტერიტორიაზეა [[მარნა|მარნის]], [[ზემო მარნა|ზემო მარნის]], [[ობის დეპარტამენტი|ობის]], [[არდენის დეპარტამენტი|არდენების]], დეპარტამენტები. ფართობი 25,7 ათ. [[კმ²]]. მთავარი ქალაქი — [[რეიმსი]]. განვითარებულია ლითონდამუშავება და მანქანათმშენებლობა (ქალაქები: რეიმსი, [[სენ-დიზიე]], [[მეზიერი]] და სხვ.), საფეიქრო, ტრიკოტაჟის (რეიმსი, [[ტრუა]], [[სედანი |სედანი]]), კვების (უმთავრესად [[შამპანური|შამპანური ღვინის]] წარმოება: რეიმსი, [[ეპერნე]], [[შალონ-სიურ-მარნი]], [[ბარ-სიურ-ობი]]), ხის დასამუშავებელი, ქაღალდის მრეწველობა. [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობაში]] ჭარბობს [[მარცვლეული|მარცვლეულის]] ([[ხორბალი]], [[ქერი]], [[სიმინდი]]) წარმოება და [[მევენახეობა]] ([[ილ-დე-ფრანსი|ილ-დე-ფრანსის]] [[კუესტა|კუესტის]] კალთებზე). მისდევენ [[მეცხოველეობა|მეცხოველეობას]].
'''შამპანი''' ({{lang-fr|Champagne}}) — ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ამ ადგილს სახელი აქვს განთქმული თავისი ცქრიალა თეთრი ღვინის პროდუქციით. შამპანურის ღვინის რეგიონის ისტორიამ ითამაშა ძალიან დიდი როლი, რომ შექმნილიყო ეს უნიკალური ტერუარი. რეგიონის რეპუტაცია ღვინის წარმოების შესახებ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი. ნაციონალური შამპანურის მწარმოებლებიდან საჯაროდ იქნა აღიარებული, რომ Aÿ ((აბრევიატურაა და ნიშნავს ღვინოს მთლიანი შამპანის რეგიონიდან.ყველაზე ცნობილი შამპანურის ცენტრი.)იყო საუკეთესო ღვინის მწარმოებელი მთელ მსოფლიოში. მისი ვენახები , რომელიც მდებარეობს-Vallée de la Marne -ში დასახელებულია , როგორც100% გრანდ კრუ შამპანურის ვენახის კლასიფიკაციაში.
პოეტმა Henry d'Andeli თავის ნაშრომში "La Bataille des Vins" შეაფასა ღვინოები შემდეგი ქალაქებიდან: Épernay, Hautvillers და Reims, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ევროპაში.
თავიდან შამპანის რეგიონში წარმოებულ ღვინო არ იყო ცქრიალა, მას ერქვა "ღვინო შამპანიდან" სადღაც მეთექვსმეტე მეჩვიდმეტე საუკუნეებში. საფრანგეთში პირველი შამპანური მიიღეს შემთხვევითობით, როდესაც ღვინომ შემთხევით დაიწყო მეორადი დუღილი. ბოთლში არსებული წნევის გამო, რომელმაც კორპი ამოაგდო ამ ღვინოს „ეშმაკის ღვინოსაც“ უწოდებდნენ.
ყველაზე ძველი ცქრიალა ღვინო არის Blanquette de Limoux , რომელიც ბენედიქტელი ბერების მიერ არის წარმოებული 1531 წელს. მათ ეს მიაღწიეს ბოთლში ჩამოსხმით ფერმენტააციის პროცესში, სანამ დაამთავრებდა დუღილს. ერთი საუკუნის შემდეგ ინგლისელმა მეცნიერმა და ფიზიკოსმა ქრისტოფერ მერეტმა გამოსცა ნაშრომი იმის შესახებ, რომ მეორეული ფერმენტაციის დასაწყებლად ღვინოში შესაძლებელი იყო შაქრის დამატება. მერეტმა 1662 წელს წარმოუდგინა ქაღალდი ლონდონის სამეფო საზოგადოებას, რომელშიც დეტალურად ეწერა ის რასაც დღეს ქვია შამპანურის დამზადების მეთოდი( méthode champenoise) . საფრანგეთში დიდი ხანი იყენებდნენ méthode rurale, რაც გულისხმობდა ტკბილის პირველი ფერმენტაციის დროს ბოთლში ჩამოსხმას. შამპანი არ იყენებდა méthode champenoise მეცხრამეტე საუკუნემდე, რაც ითვლის 200 წელს იმის შემდეგ რაც მერეტმა აღწერა ეს მეთოდი.
შამპანურის საწარმოებლად მევენახეობის საზღვრები კანონით გაყოფილია 4 ღვინის მწარმოებელ ადგილწარმოშობად. ესენია:
• Côte des Blancs
Bar sur Aubois
Barséguanais
 
წყაროებში პირველად იხსენიება [[IX საუკუნე|IX]]–[[X საუკუნე|X საუკუნეებში]]. 1284 წელს სამეფო დომენს შეუერთდა. [[ასწლიანი ომი|ასწლიანი ომის]] ([[1337]]–[[1453]]) დროს შამპანი საომარი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი იყო. შამპანის ტერიტორიის ნაწილზე მიმდინარეობდა [[ჟაკერია]].
• Côte de Sézanne
Côte de Blancs
Montgueux
Sézannais
Val du Petit Morin
Vitryat
 
• Montagne de Reims
Grand Montange de Reims
Massif de St Thierry
Monts de Berru
Reims: Vesle & Arde
 
• Vallée de la Marne
Côteaux Sud d'Epernay
Grande Vallée de Marne
Terroir de Condé
Vallée de la Marne Ouest
Vallée de la Marne Rive Droîte
Vallée de la Marne Rive Gauch
 
შამპანი არის 49 გრადუსით ჩრდილოეთით დედამიწის ეკვატორიდან. მისი მაღალი მდებარეობა ზღვის დონიდან და საშუალო წლიური ტემპერატურა 10 ° C (50 ° F) ქმნის რთულ გარემოს, რომ ყურძენი სრულად მომწიფდეს. შამპანში ყურძნის სიმწიფის პროცესში დიდ როლს თამაშობს ვენახთან ახლოს არსებული ტყე, რომელიც ტემპერატურის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს და ასევე ნიადაგში ტენიანობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია რომ, კარგი ცქრიალა ღვინო ცივი კლიმატის პერიოდში მზადდება, ამისთვის ვაზი ცივი კლიმატის რეგიონში უნდა იზრდებოდეს და მოიკრიფოს დამწიფებამდე. ასევე, შამპანში არსებული ტემპერატურა მჟავიანობის მაღალი დონის წარმოქმნას იწვევს ყურძენში, რომელიც იდეალურია ცქრიალა ღვინისთვის. მზარდი სეზონის განმავლობაში, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18 ° C (66 ° F). საშუალო წლიური ნალექი არის 630 მმ (25 ინჩი), რომელიც სექტემბრში ეცემა 45 მმ (1.8 ინჩი).ამიტომ მთელი წლის განმავლობაში, მევენახეები ყურადღებით უნდა იყვნენ და გაითვალისწინონ სოკოვანი დაავადების და გაზაფხულის ყინვების საშიშროება.
შამპანში არის გავრცელებული ცარცის შემცველი ნიადაგები. ნიადაგში არსებული ბელნამიტი(ამომწყდარ ცხოველთა რიგი თავფეხიანთა კლასისა), რომელიც შამპანის რეგიონის დიდ ნაწილს ფარავს, საშუალებას აძლევს ნიადაგს შთანთქოს სითბო მზისგან და თანდათანობით გაათავისუფლოს იგი ღამით, ასევე კარგ დრენაჟს უზრუნველყოფს.ეს ნიადაგი ხელს უწყობს სიმსუბუქეს და სისუფთავეს,მინერალურობას, კარგ მჟავიანობას და სიხალისეს, რაც დამახასიათებელია შამპანურის ღვინისთვის.
შამპანის რეგიონი 2008 წელს ფარავდა 33 500 ჰექტარ ვენახს, რომელშიც შედიოდა 319 სოფელი, 5 000 ვენახის მეპატრონე საკუთარი ღვინის წარმოებით და 14 000 ვენახის მეპატრონე, რომელიც უბრალოდ ყიდდა ყურძენს.
შამპანის სხვადასხვა სუბრეგიონები აწარმოებდნენ ღვინოს განსხვავებული ხასიათით. ამით მათ ცალკეული სტილის და ხასიათის შექმნა სურდათ, რომელიც მხოლოდ მათთვის იქნებოდა დამახასიათებელი, თუმცა ყველა შამპანურის სახელში ერთიანდებოდა. მაგალითად ჩრდილოეთით პინოები რომელიც იყო Montagne de Reims -ში ცნობილი იყო მაღალი მჟავიანობის და დელიკატურობის შერწყმით. სამხრეთით ღვინოებს ემატებოდათ უფრო მეტი სიძლიერე და ხასიათი. სამხრეთით Vallée de la Marne-ში აქვთ ყველაზე ოპტიმალური კონდიციების დროს მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, რომლებიც არიან ძალიან არომატულები. Côte des Blancs-ის ყურძნები ცნობილი იყო მათი ელეგანტურობით და ცოცხალი არომატებით.
ცქრიალა ღვინის დამზადებისთვის საჭირო ღვინის წარმოება ცქრიალა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში საკმაოდ განსხვავებულია და სხვადასხვა მხარეში ადგილწარმოშობის დასახელებით რეგულირდება. საფრანგეთში, შამპანში ყურძნის გადამუშავებას არეგულირებს ინტერპროფესიონალური შამპანურის კომიტეტი,რომელიც შეიქმნა 1942 წელს , რადგან დაეცვათ შამპანურის რეპუტაცია და ასევე შექმნათ რეგულაციები ვენახის წარმოებისა და ვინიფიკაციის მეთოდისთვის.
ჯიშებია:
• Pinot Noir(დაახლოებით, 38%)
• Pinot Meunier(დაახლოებით, 34 %)
• Chardonnay(28%)
ყურძენი იკრიფება ხელით და მისი ტრანსპორტირება ვენახიდან გადამამუსავებელ საწარმომდე მცირე ზომის ჭურჭლით ხდება, რათა ტრანსპორტირებისას მარცვლებიდან წვენის გამოდინება შემცირდეს. ყურძნის შიდა საწარმოო ტრანსპორტირებისას, აკრძალულია ყურძნის დაზიანება კლერტგაცლით, დაჭყლეტვით ან გადატუმბვით. ყურძენი პირდაპირ წნეხში იყრება და მთლიანი მტევნების გამოწნეხვა ხდება. წნეხიდან გამოსულ წვენში შამპანში განასხვავებენ:
• კიუვე -გამოწნეხამდე გამოსული წვენი(თვითნადენი)
• პირველი ტაი - პირველი ნაწნეხი ფრაქციის წვენი
• მეორე ტაი - მეორე ნაწნეხი ფრაქციის წვენი
• რებეში - უკანასკნელი ნაწნეხი ფრაქცია.
ამ რეგულაციების მიზანია, რომ ყველა შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული წითელი ყურძნიდან (Pinot Noir და Pinot Meunier) საღებავი ნოვთიერებების და არასაჭირო, მექანიკური დაზიანებით გამოთავისუფლებული პოლიფენოლების წვენში გადასვლა. მეორე ტაი და რებეში ცქრიალა რვინის წარმოებისთვის აღარ გამოიყენება. კანონის თანახმად 4000 კგ -დან შეგეძლო მხოლოდ 673(2550 ან 3360 ლიტრა) გალონის წვენის მიღება. პირველი 541 გალონი( 2050 ან 20460 ლ) იყო კიუვე cuvée ) და შემდეგი 132(500 ან 600 ლიტრა) გალონი იყო ტაილე. (taille)
ყოველ რთევლზე საფრანგეთის შამპანურის ინტერპროფესიონალური ორგანიზაცია (CIVC) აფასებს სოფლებს იმის მიხედვით თუ როგორი იყო ვენახის მდგომარეობა და ყურძნის ხარისხი. ეს შეფასებები შემდგომში წყვეტდა ფასს და პროცენტობას იმ ფასისა რასაც მევენახეები იღებდნენ. Grand Cru შეფასებული ვენახებმა მიიღეს 100% შეფასება, რომელიც მევენახეს საშუალებას აძლევდა მიეღო ფასის 100%.
როგორც უკვე ვთქვით, შამპანს სახელი აქვს განთქმული თავისი ცქრიალა თეთრი ღვინის პროდუქციით, რომელიც ბოთლში მეორეული ფერმენტაციის შედეგად მიიღეს და რომელიც ატარებს მის სახელს. ევროპული კავშირის ასოციაციაციის კანონმდებლობით და ასევე სხვა ქვეყნებისაც მიანიჭეს სახელწოდება "შამპანური" ექსკლუზიურად იმ ღვინოებს რომლებიც დამზადებულია პარიზიდან აღმოსავლეთით 160 კილომეტრში. შამპანური არის ყველაზე პოპულარული ცქრიალა ღვინო მთელ მსოფლიოში, რომელიც არის სამი ჯიშის Pinot Noir(დაახლოებით, 38%), Pinot Meunier(დაახლოებით, 34 %) და Chardonnay(28%)-ს ბლენდით მიღებული. ყველაზე კარგ შამპანურის ღვინოებს აქვთ მინიმუმ 3 წლიანი დაძველება. შამპანური შეიძლება სხვადასხვა სტილის იყოს:
 არა-ვინტაჟური- რომელიც მიღებულია სხვადასხვა მოსავლის ღვინოების ბლენდით.
 ვინტაჟური- რომელიც შექმნილია ერთი მოსავლისგან მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინით.
 A cuvée de prestige - ღვინოების ბლენდით არის მიღებული და პირველ ადგილს იკავებს მწარმოებლებით.
 Blanc de noirs- ფრანგული ტერმინია და ნიშნავს „თეთრს შავიდან“. ეს არის თეთრი ღვინო, რომელიც წარმოებულია შავი ყურძნისგან.
 Blanc de blancs- ნიშნავს „თეთრს თეთრიდან“ ძირითადად იწარმოება შარდონესგან, თუმცა შეიძლება მცირე რაოდენობით პინო ბლანის დამატება.
 Rosé Champagne- ეს იყო იაფი, ტკბილი ვარიანტი ცქრიალა ღვინისა, რომელსაც აწარმოებდნენ 1950 წლიდან 1960 წლის დასაწყისში ამერიკელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ რომ შამპანური ბრუტი იყო ძალიან მშრალი. დღეს ის არ იწარმოება, თუმცა 1990 წლიდან გამოჩნდა მისი ბრუტი ვერსია.
არომატებზე ძირითადად იგრძნობა ციტრუსი, ყვითელი ვაშლი, კრემის, გახუხული ტოსტის და ნუშის ტონები. შამპანური შეიძლება იყოს:
1. ბუნებრივად ბრუტი- 0-3 გ/ლ .
2. ექსტრა ბრუტი- 0-6 გ/ლ.
3. ბრუტი- 0-12 გ/ლ.
4. ექსტრა მშრალი- 12-17 გ/ლ.
5. მშრალი- 17-32 გ/ლ.
6. ნახევრად მშრალი- 32-50 გ/ლ
7. ტკბილი- 50+ გ/ლ.
ძირითადად გავრცელებულია მშრალი, მსუბუქი სხეულით, დაბალი ტანინების რაოდენობით და მაღალი მჟავიანობით . დაგემოვნებამდე უნდა შევინახოთ დაახლოებით 3-7°C, გვჭირდება მაღალი და ვიწრო ჭიქა პატარა ზედაპირით, რომელიც სასმელს დიდი ხნით უნარჩუნებს ბუშტუკებს. საჭმელს რაც შეეხება უხდება ყველანაირ მარილიან, შემწვარ საკვებს და თევზს.
შამპანი განსხვავებულობას ეტიკეტზეც კი გამოხატავს. აქ არ არის აუცილებელი აღნიშვნა AC „კონტროლირებადი დასახელება“, მაგრამ კლასიკური აღნიშვნების გარდა სავალდებულოდ მიიჩნევა ფიგურირდეს იმ ადამიანის პროფესიული კატეგორია , ვინც ღვინო ბოთლში ჩამოასხა, როგორც წესი იგი ეტიკეტის ქვედა ნაწილშია მიწერილი ძალიან წვრილი შრიფტით.
• NM: Négociant manipulant- ასეთი აბრევიატურით არსებული ღვინის მწარმოებლები ყიდულობენ ყურძენს და ისე აწარმოებენ ღვინოს.
• CM: Coopérative de manipulation- კოოპერატივი, რომელშიც არიან ის მევენახეებიც ვისი ყურძნიდანაც იწარმოება ღვინო.
• RM: Récoltant manipulant- ამ აბრევიატურით ღვინის მწარმოებელს, თითონ აქვს ვენახი და აწარმოებს ღვინოს.
• SR: Société de récoltants - მევენახეთა ასოციაცია რომელიც აწარმოებენ საზიარო შამპანურის ღვინოს, მაგრამ არ არიან კოოპერატივები.
• RC: Récoltant coopérateur. - კოოპერატივის წევრი, რომელიც ყიდის კოოპერატივის მიერ წარმოებულ შამპანურს, საკუთარი სახელით და ეტიკეტით.
• MA: Marque auxiliaire or Marque d'acheteur- ბრენდის სახელი არ არის დაკავშირებული მწარმოებელთან ან მევენახესთან. სახელს ფლობს სხვა უცხო. მაგალითად სუპერმარკეტი.
• ND: Négociant distributeur- ღვინის მერჩანტი, რომელიც ყიდის ღვინოს მისი სახელით.
'''სტატისტიკა'''
მეცხრამეტე საუკუნეში იყო ძალიან დიდი ზრდა შამპანურის პროდუქციის. რეგიონი თავისი წარმოებით 300 000 ბოთლიდან 1800 წელს ავიდა 20 მილიონ ბოთლზე 1850-ში.
მსოფლიოზე დაყრდნობით შამპანური აგრძელებდა ზრდას 1990-2000 წლამდე. მსოფლიოს მაშტაბით შამპანურის რეკორდული ექსპორტი იყო 327 მილიონი ბოთლი 1999წელს და ახალი რეკორდი დამყარდა 2007 წელს 338.7 მილიონი ბოთლით.
2018 წლის მონაცემებით ცქრიალა ღვინის 10 ექსპორტიორიდან ლიდერობს საფრანგეთი 3780 მილიონი ამერიკული დოლარით და შამპანურის იმპორტიორია გაერთიანებული სამეფო 26.76 მილიონი ბოთლით.
 
 
'''ცნობილი ღვინოები'''
1. Dom Perignon Champagne-დომ პერიგონის შამპანური- ეს არის ძალიან პრესტიჟული კიუვე, რომელიც 7 წელი მაინც ძველდება ბოთლში და შემდგომ ხდება მისი რეალიზაცია. 170 დოლარი ღირს ერთი ბოთლი. უნდა ავღნიშნოთ რომ, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა როგორც ღვინის ისე ცქრიალა ღვინის წარმოებაში და ხარისხში. ის იყო პირველი ადამიანი რომელმაც 1670 წლებში გამოიყენა სხვადასხვა ყურძნების ბლენდი, იმისთვის რომ, გაეუმჯობესებინა ღვინის ხარისხი, ხვეწავდა თეთრი ღვინის წარმოების ტექნოლოგიას წითელი ყურძნიდან, დაამკვიდრა ტენდეცია შამპანურის ღვინის, რომ შეენარჩუნებინათ ბუნებრივი შაქარი და ბუნებრივად გაევლო მეორადი ფერმენტაცია გაზაფხულზე.
2. Veuve Clicquot- ცნობილია მდიდარია და სასიამოვნო არომატებით. ასევე ეტიკეტიც რომელიც, ძალიან იქცევს ყურადღებას და შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი კარგი მარკეტინგული გათვლით შექმნილი შამპანურის ეტიკეტია.
3. Ace of Spades- ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი იმის მერე რაც ცნობილმა რეპერმა ჯეიზიმ გაარეკლამა. ის გამოირჩევა ბუშტების დახვეწილი ინტენსივობით, ნაზი და ჰაეროვანი სტრუქტურით,ასევე ნუშსა და ფორთოხალს შორის გარდამავალი ტონებით.
4. Bollinger- ეს შამპანური დამზადებულია პინო ნუარის ყურძნისგან, ორონდ თეთრია. აქვს ბლის არომატით და დამწვარი, კვამლის მსგავსი ტონები.
5. Louis Roederer’s “Cristal”- მაღალი ხარისხის პრესტიჟული შამპანური. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება.
6. Perrier Jouet- მსხლის არომატი აქვს და რბილია გემოზე.
7. Krug- შამპანურის დაძველება საშუალებას იძლევა, რომ ქონდეს მას ნუშისს და კრუასანის მსგავსი ტონები.
 
'''ცქრიალა ღვინის წარმოებაში სხვა ქვეყნებიც განვითარდნენ''':
1) Cava- ეს არის ესპანური თეთრი ან ვარდისფერი ცქრიალა ღვინო დაყენებული შამპანურის ტექნოლოგიით, ოღონდ სხვა ყურძნების ბლენდით.(Macabeu, Parellada, Xarel•lo, Chardonnay, Pinot noir, და Subirat.)
2) Prosecco- ეს არის იტალიური თეთრი ცქრიალა ღვინო. ჯიში- Glera.
აწარმოებენ ცქრიალა და ნახევრად ცქრიალა ღვინოებს და ესევე ჩვეულებრივ ღვინოებს.
3) ცქრიალა ღვინოების ახალი ქვეყნებია: ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ჩილე და სამხ.აფრიკა.
4) საქართველოში ცქრიალა ღვინის წარმოების ფუძემდებელია თავადი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი(1812-1895). მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში. მან საქართველოში პროფესიონალები შამპანიდან ჩამოიყვანა, რომლებმაც, ქართველ კოლეგებთან ერთად, ცქრიალა ღვინის წარმოება ტრადიციული მეთოდით ბოთლური დუღილით დაიწყეს. ( ცნობილი ცქრიალა ღვინოები-ბაგრატიონი, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, ბატონო, ჯივიესი,მარანი, ორი მარანი და სხვ.)
 
 
 
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|680}}
https://en.wikipedia.org/wiki/Champagne_wine_region?fbclid=IwAR2e9HNBfo1oxvOFVMxDyAOfQTudEgrsbXM9moh_fnPWDDCiPFDCkhCXMF4#Geography_and_climate
https://en.wikipedia.org/wiki/49th_parallel_north
https://winefolly.com/tips/7-alternatives-to-top-champagne-brands/?fbclid=IwAR1KI3QFrRFoiF96RiE4gka9hCsvHc7BNf0ZD5QC7zOsGl_BBVdePVr7bNU
https://winefolly.com/deep-dive/how-much-sugar-in-brut-champagne/
 
 
[[კატეგორია:საფრანგეთის ისტორიული პროვინციები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შამპანი“-დან