შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 216:
XIX საუკუნეში საქართველოში გაიზარდა სკოლების რიცხვი: შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო და საშუალო სპეციალური სასწავლებლები. რეგიონში სწავლა-განათლების ცენტრი იყო ქალაქი გორი. 1817 წელს აქ გაიხსნა სასულიერო, ხოლო 1830 წელს სამაზრო სასწავლებელი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გორში ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის (1875 წ.), ქალთა პროგიმნაზიის (1881 წ.) გახსნა. 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა სოფ. წინამძღვრიანთკარში დააარსა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აღზრდის საქმეში.
 
საქართველოში ეროვნულ ნიადაგზე სწავლა-განათლების განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ (1879-1927 წწ.). მისი თაოსნობიო რეგიონში რამდენიმე ადგილას გაიხსნა ქართული სკოლა, მაომათ შო.რისშორის წინარეხში (1882 წ.), ხელოუბანში (1884 წ.). საზოგადოება მატერიალურაღ ეხმარებოდა რუისისა და კავთისხევის სკოლებს. მრავალ ადგილას გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო. საზოგადოების ფილიალები შეიქმნა გორსა და ხაშურში. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიდად შეუწყო ხელი ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.
 
XIX საუკუნის ქართულმა არქიტექტურამ დაჰკარგა თავისი წამყვანი მდგომარეობა ხელოვნებაში, პირველობა დაუთმო სხვა დარგებს დაზგურ ფერწერას, ქანდაკებას, დეკორაციული ხელოვნების სხვადასხვა სახეობას. XIX საუკუნეშიც შენდება ერთნავიანი და გუმბათოვანი ეკლესიები, მაგრამ ისინი მოკლებული არიან მხატვრულ ღირებულებას. გორში, ისე როგორც საქართველოს ზოგიერთ სხვა პროვინციულ ქალაქში, ყალიბდება გეგმარებითი ხასიათის ქართული ხუროთმოძღვრების ძირეულ ტრადიციებთან მჭიდროდ დაკავშირებული ქალაქური საცხოვრებელი სახლის ვარიანტები. ამ სახლების არქიტექტურაში ჩნდება ახალი ელემენტები, რომლებიც ცხადყოფენ რუსული კლასიციზმის გავლენას (სვეტისთავები და ბაზისები, ცალკეული პროფილები). ქართლში აგრძელებს არსებობას ქართული გლეხური საცხოვრებელი სახლის ტიპი „დარბაზი“, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ტრადიცია აქვს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან