აწრისხევის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Castle of Atsriskhevi.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|აწრისხევის ციხე]]
'''აწრისხევის ციხე''' ციხესიმაგრე [[სამაჩაბლო]]ში, სოფელ [[აწრისხევი]]ს მახლობლად, [[მდინარე]] [[პატარა ლიახვი]]ს მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] მის შესახებ წერს: {{ციტირება|„...არს აწერის-ხევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ.<ref>„ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 362</ref>“}} [[შანშე ქსნის ერისთავი]]ს ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დატყვევა [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰმა]]. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს [[ქსნის საერისთავო]]ში შედიოდა.<ref>„ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 517</ref>