აწრისხევის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] მის შესახებ წერს: {{ციტირება|„...არს აწერის-ხევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ.<ref>„ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 362</ref>“}} [[შანშე ქსნის ერისთავი]]ს ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დატყვევა [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰმა]]. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს [[ქსნის საერისთავო]]ში შედიოდა.<ref>„ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 517</ref>
 
ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორცენილიშემორჩენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.
 
გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.