იტალიური უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ქლიავის ჯიშები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
 
ხაზი 5:
ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას. მისგან უმთავრესად მზადდება [[ჩირი]], „[[შავქლიავი]]“, რომელიც შეიცავს 5% [[შაქარი|შაქარს]] და საუკეთესო ხარისხის გამოდის; სჯობნის საზღვარგარეთ ცნობილ ფრანგულ და კალიფორნიის შავქლიავს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ რიცხვებში ([[აფხაზეთი]]), გადასამუშავებლად იკრიფება გადამწიფებული ნაყოფი, ამის გამო მოსავლის მასობრივი დაკრეფა სექტემბრის ოციან რიცხვებში ხდება.
 
[[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] ოვალური ფორმისაა, ღარი არ არის ღრმა, მსხვილია (4,3🞩3,6🞩3,7 [[სმ]]). ნაყოფის საშუალო მასა 41,3 [[გრამი|გრამს]] უდრის. კანი სქელია, მოშავო ლურჯი ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქი. [[რბილობი]] მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი და ტკბილი. [[კურკა]] ადვილად სცილდება რბილობს, შეადგენს ნაყოფის წონის 3%-ს. იტალიური უნგრულას ჩირი მზადდება კურკიანად, ჩირის გამოსავალი ნედლი პროდუქციის დაახლოებით 24–25%-ს შეადეგენს.
 
== ლიტერატურა ==