ორპალატიანი სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:Unibicameral_Map.svg|მინი|400x400პქ|{{ლეგენდა|#37abc8|ორპალატიანი პარლამენტ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Unibicameral_Map.svg|მინი|400x400პქ|{{ლეგენდა|#37abc8|ორპალატიანი პარლამენტები.}}{{ლეგენდა|#ff9955|ერთპალატიანი პარლამენტები.}}{{ლეგენდა|#333333|პარლამენტის გარეშე.}}]]
 
'''ორპალატიანი სისტემა''' — სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი [[პარლამენტი|საკანონმდებლო ორგანიზაციაორგანო]] ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია [[ამერიკის შეერთებული შტატები|შეერთებული შტატები]], სადაც ორივე პალატას ([[აშშ-ის სენატი|სენატსა]] და [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|წარმომადგენელთა პალატას]]) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები.
 
ორპალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს [[ფედერაციული სახელმწიფო|ფედერაციული]] მოწყობის ქვეყნებში ([[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]], [[გერმანია]], [[რუსეთი]] და სხვა), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ორპალატიან სისტემაში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია [[გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთი]], სადაც ზედა, [[ლორდთა პალატა|ლორდთა პალატის]] წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან, ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს.