საქართველოს სახალხო დამცველი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 50:
=== სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ისტორია საქართველოში ===
ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას და აღიარებულ რეჟიმს უკავშირდება. ომბუდსმენის ინსტიტუტისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოების არსებობა, რომლებიც ამ აღიარებული უფლებების რეალიზაციის გარანტად გვევლინება, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.
ტერმინი ომბუდსმენი წარმოიშვა [[შვედური ენა|შვედური]] სიტყვიდან "ომბუდ", რაც ნიშნავს წარმომადგენელს.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარკვეული ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში აისახა ადამიანის უფლებების დაცვის საწყისი მექანიზმები. ეს იყო პირველი საკანონმდებლო აქტი, სადაც ფართოდ წარმოჩნდა პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი. კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობოდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, აქ იყო სავალდებულო და უფასო განათლების უფლება; უღარიბესი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა საზრდოს, ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების სახით. ცალკე იყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების თავი. 1921 წლის კონსტიტუცია სრულად პასუხობდა დროის შესაბამის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მოქმედება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოქმედი პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად აღიარებდა ადამიანის ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას. საბჭოთა საქართველოში რა თქმა უნდა, არ არსებობდა ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტი.
|