ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბმული არსებულ გვერდთან
ხაზი 1:
[[ფაილი:Standard Model of Elementary Particles.svg|მინი|[[სტანდარტული მოდელი]]]]
'''ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა''' — [[ფიზიკა|ფიზიკის]] ნაწილი, რომელიც სწავლობს [[მატერიის]] უმცირეს ფორმებს და მათ შორის არსებულ [[ურთიერთქმედებებს]]. დღეისათვის ცნობილია 17 ელემენტარული ნაწილაკი, ასევე არსებობს თეორიული ნაწილაკები, როგორებიც არიან [[ტაქიონები]], [[ბნელი მატერია]] და გრავიტონები. ელემენტარული ნაწილაკების ცხრილი იყოფა კვარკებად, ლეფტონებად, ურთიერთქმედების გადამტან ბოზონებად. არსებობს კვარკების სამი თაობა; გარდა პირველისა, რომელშიც შედის ზედა და ქვედა კვარკები, ყველა არასტაბილურია და ნუკლონების წარმოქმნაში ([[პროტონები]] და [[ნეიტრონები]]) მხოლოდ პირველი თაობის კვარკები მონაწილეობენ. ასევეა ლეფტონების შემთხვევაში; არსებობს სამი თაობა. აქედან ატომის შედგენილობაში შედის მხოლოდ პირველი თაობის წარმომადგენელი — [[ელექტრონი]]. ყველა ლეპტონს გააჩნია მისი სახელწოდების ნეიტრინო. ნეიტრინო ძალზე [[სუსტი ურთიერთქმედება|სუსტად ურთიერთქმედებს]]; მაგალითისთვის ნეიტრინოს უფრო მარტივად შეუძლია გააღწიოს დედამიწაში, ვიდრე [[ფოტონი|ფოტონს]] მინაში. ურთიერთგადამტანი ბოზონებიდან გლუონი შედის ნუკლონების შედგენილობაში. ის ერთმანეთთან აერთებს კვარკებს [[ნეიტრონი|ნეიტრონის]] თუ [[პროტონი|პროტონის]] ბირთვში. ფოტონი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტი, მათ შორის ხილული სინათლის. სკალარული ბოზონი ანუ [[ჰიგსის ბოზონი]] განსაზღვრავს ყველა სხვა ელემენტარული ნაწილაკის მასას. კვანტური ფლუქტუაციის ეფექტის თანახმად მთელი სამყარო ცურავს ჰიგსის ბოზონების ოკეანეში ანუ [[ვაკუუმი|ვაკუუმში]]. ვაკუუმი არის უჰაერო სივრცე, მაგრამ ის სავსეა ელემენტარული ნაწილაკებით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==