ნატურალიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ნატურალიზაცია (ბიოლოგია)}}
 
'''ნატურალიზაცია''' — [[სახელმწიფო]]ს მიერ თავისი [[მოქალაქეობა|მოქალაქეობის]] მინიჭება უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მისი თხოვნის თანახმად.
 
ნატურალიზაცია არის [[ფიზიკური პირი|ფიზიკური პირისათვის]] პირადი თხოვნის (განცხადების) ან თანხმობის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოს [[მოქალაქეობა|მოქალაქეობის]] მინიჭება ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ნ–ით მოქალაქეობის მიღების წესს არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები [https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552?publication=5 საქართველოს კანონში მოქალაქეობის] შესახებ (მიღებულია 25.03.1993), ჩამოთვლილია ნ–ის წესით მოქალაქეობის მიღების შემდეგი პირობები:
* პირი მუდმივად ცხროვრობს [[საქართველო|საქართველოს]] ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში;
* დადგენილ ფარგლებში იცის [[სახელმწიფო ენა]];
* დადგენილ ფარგლებში იცის [[საქართველოს ისტორია]] და [[საქართველოს კანონმდებლობა|კანონმდებლობა]];
* საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე [[უძრავი ქონება,]].
 
კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს ცალკეული კატეგორიის პირების მიმართ, როდესაც დაშვებულია ასეთი პირის განთავისუფლება ზემოთა ჩამოთვლილი პირობებისაგან. კერძოდ, კანონის თანახმად (27–ე მუხ.) [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტს]], გამონაკლისის სახით, უფლება აქვს, ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლად საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს ამა თუ იმ პირს, რომელსაც:
# [[კაცობრიობა|კაცობრიობის]] ან საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი [[მეცნიერება|სამეცნიერო]] ან [[საზოგადოება|საზოგადოებრივი]] საქმიანობით, ან აქვს ისეთი [[პროფესია]], ან [[კვალიფიკაცია]], რომელიც ხელსაყრელია საქართველოსთვის;
# მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს [[სახელმწიფო ინტერესები|სახელმწიფო ინტერესებიდან]]. ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭება პირს, თუ იგი [[ნასამართლეობა|ნასამართლევია]] განზრახ ჩადენილი [[დანაშაული|დანაშაულისთვის]], რომელიც ითვალისწინებს [[თავისუფლების აღკვეთა|თავისუფლების აღკვეთას]] სამ წელზე მეტი ვადით, და თუ ეს ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი ან [[გაქარწყლება|გაქარწყლებული]] (26–ე მუხ.)<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5413 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ]</ref>.
 
== ლიტერატურა ==
 
* ''ზურაბიშვილი, დ.'', ''გობრონიძე გ.'', [http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/278945 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი], საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატურალიზაცია“-დან