ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართლური კილო''' ქართული ენის ქართლური კილო (დიალექტი).
 
ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია [[ქართული ენა|ქართული ენისა]]. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული სალიტერატურო ენის]] ჩამოყალიბება [[ქართლი]]ს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ [[მცხეთა]] და შემდეგ [[თბილისი]]. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც [[ბოლნისის სიონი|ბოლნისის სიონსა]] და [[ჯვარი (მცხეთა)|მცხეთის ჯვრის საყდარზე]] (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როდესაც [[თბილისი]] მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ [[ქართლი]]ს მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.