გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68:
ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
 
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. კუკები პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.
 
ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ჯარს რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოუძღოდა. ორი თვის შემდეგ 1784 წლის 17 იანვარს პოლკოვნიკმა ტამარამ ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სარატიფიკაციო სიგელი და ერეკლესთვის განკუთვნილი სამეფო ნიშნები ჩამოიტანა. 23 იანვარს ერეკლემ მას აუდიენცია გაუმართა და ეს ნიშნები საზეიმოდ ჩაიბარა. 24 იანვარს ერეკლემ თავის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა და მეორე დღეს, 25 იანვარს, ტრაქტატით გათვალისწინებული ფიცი მიიღო. საყოველთაო სახალხო ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. პოლკოვნიკი ბურნაშოვი აღწერდა თავის უშუალო შთაბეჭდილებებს — „თბილისელი ვაჭრები ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. ბევრგან მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ერთი სიტყვით, ხალხს სურდა, სიხარული გამოეხატა მის ბედში ასეთი სასურველი ცვლილების გამო“.