ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(წაიშალა კატეგორია:ოპერები გაჯეტ HotCat-ით)
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ქეთო და კოტე}}
 
{{წყარო}}
[[სურათი:Victor Dolidze - Keto and Kote 4.jpg|thumb|right|200px|"ქეთო და კოტე" [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ]]
'''ქეთო და კოტე''' - [[ვიქტორ დოლიძე|ვიქტორ დოლიძის]] ოპერა სამ მოქმედებად. ი.[[იოსებ გრიშაშვილისგრიშაშვილი]]ს ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა [[თბილისი|თბილისში]] [[1919]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]].
 
„ქეთო და კოტეს“, ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გაოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმ შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.
ვიქტორ დოლიძის სახელთან დაკავშირებულია ქართული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ფრიად საინტერესო ფურცელი. ქართული მუსიკის ისტორიაში იგი შევიდა როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. სწორედ ამ ჟანრმა განსაზღვრა უმთავრესად კომპოზიტორის შემოქმედებითი სახე.
 
იგი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც იუმორის, კომიზმის და სატირის ელემენტები შეიტანა ქართულ მუსიკაში.
 
[[ვიქტორ დოლიძე]] მცირე ხანს მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებითი გზა სულ 15 წლით განისაზღვრება, მაგრამ მისი ნიჭი უჩვეულოდ სწრაფად გაიფურჩქნა. ვიქტორ დოლიძე მიეკუთვნება იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც საერთო აღიარება შემოქმედებით სარბიელზე გამოსვლისთანავე ეწვევათ ხოლმე. 27 წლის ასაკში ვიქტორ დოლიძემ შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები – ოპერა “ქეთო და კოტე”, რომელმაც ერთბაშად მოუხვეჭა დიდი სახელი.
 
ოპერა “ქეთო და კოტე” [[1919]] წელს დაიდგა. შემდგომ წლებში ვიქტორ დოლიძემ კიდევ სამი ოპერა დაწერა - “ლეილა”, “ცისანა”, “ზამირა” (რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვეღარ მოასწრო). გარდა ოპერებისა კომპოზიტორმა შექმნა 20-ზე მეტი რომანსი, სიმფონიური ნაწარმოებები – “აზერბაიჯანი”, სიმფონიური ფანტაზია “ივერიადა”, საფორტეპიანო კონცერტი, საორკესტრო ცეკვები და სხვა.
 
და მაინც, ვიქტორ დოლიძის სახელთან უწინარესად გაიგივებულია ქართული საოეპერო კლასიკის ჩინებული ნიმუში “ქეთო და კოტე.”
 
==ისტორია==
{{წყარო}}
ოპერა “ქეთო და კოტე” დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ [[ავქსენტი ცაგარელი]]ს ([[1857]]-[[1902]]) პიესის “[[ხანუმა (პიესა)|ხანუმას]]”([[1882]]) მიხედვით.
 
თავადი ლევანი აღარ ბრაზობს – მეტოქე მისივე ძმისწული აღმოჩნდა. თავადი მამულის ნახევარს ჩუქნის კოტეს. ყველაფერი საერთო მხიარულებით მთავრდება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|610|ტორაძე., გ.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:ქართული ოპერები]]