'''საფრანგეთ-პრუსიის ომი''', ''ფრანკო-პრუსიული ომი'' (19 ივლისი 1870—10 მაისი 1871) — კონფლიქტი [[საფრანგეთის მეორე იმპერია|საფრანგეთის]] და [[პრუსია]]ს შორის., რომლის მიზეზი გახდა [[ოტო ფონ ბისმარკი|ოტო ფონ ბისმარკის]] მიერ განზრახ დამახინჯებული,,ემსისდეპეშა<nowiki>''</nowiki>„ემსის დეპეშა“. ამ უკანასკნელს ზურგს [[ჩრდილო გერმანიის კავშირი]] უმაგრებდა, ასევე სამხრეთ გერმანული სახელმწიფოები: [[ბადენი]], [[ვიურტემბერგი]] და [[ბავარია]]. ომში პრუსიის გამარჯვებას შედეგად გერმანიის გაერთიანება მოყვა, მეფე [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერია)|ვილჰემ პრუსიელი]]ს მეთაურობით. ამის შედეგი იყო ასევე [[ნაპოლეონ III]]-ის ტახტიდან ჩამოგდება და [[საფრანგეთის მეორე იმპერია|საფრანგეთის მეორე იმპერიის]] აღსასრული, რომელიც შეიცვალა [[საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა|მესამე რესპუბლიკით]]. კონტრიბუციის სახით, გერმანიის მიერ მითვისებულ იქნა თითქმის მთელი ალზას-ლორანის ტერიტორია, რომელიც იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულებამდე.ბრძოლებიდან აღსანიშნავია<nowiki/> [[სედანის ბრძოლა (1870)|:სედანის,]]<nowiki/>, ზაარბრიუკენის, მარს-ლა-ტურის და ა. შ.