რქაწითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო „რქაწითელი“, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის „რქაწითელი ხორნაბუჯულის“ დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის „ტიბაანის“ დასამზადებლად. რქაწითელის, [[საფერავი]]სა და [[კაბერნე სოვინიონი]]ს ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში [[ჩინური (ვაზი)|ჩინურის]], [[ჩხავერი]]ს ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, [[ხიხვი]]ს, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, [[პორტვეინი]]ს ტიპის „კარდენახის“ დასამზადებლად.
 
რქაწითელი საქართველოში , ფართოთფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას [[კახეთი|კახეთში]] უკავია. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ.
 
==იხილეთ აგრეთვე==