გელათის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გელათი}}
'''გელათის საეპისკოპოსო''' — ერთ-ერთი დიდი [[ეპარქია]] ფეოდალურ [[საქართველო]]ში. დააარსა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-მ]] XVI საუკუნის 20-იან წლებში. მოიცავდა ტერიტორიას [[ქუთაისი]]დან, [[რიონი|მდ. რიონიდან]], [[ყვირილა|მდ. ყვირილის]] გადაღმა [[კაცხი|კაცხამდე]]. ხრეითიდან [[რაჭა|რაჭის]] მთამდე და [[ოკრიბა]]ს. გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძის]] დროს ([[1557]]-[[1578]]) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში]] გადმოიტანეს. კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX საუკუნის 20-იან წლებში გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოში შევიდა. უკანასკნელი გენათელი ეპისკოპოსი იყო [[ეფთვიმე გენათელი]], რომელიც 1776-1820 წლებში მართავდა ეპარქიას.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|37|ლომინაძე, ბ.}}
 
* '' ლომინაძე ბ.,'' გელათი, თბ., 1955;
* ''მისივე,'' გელათი (მეგზური), თბ., 1959;
* ''Меписашвили П. С.,'' Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
* ''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 37, თბ., 1978
* ''მაჭარაშვილი გ.,'' ექვთიმე გაენათელის ღვაწლი, თბ., 2008 [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000632/]