სოფიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Peadar-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 30:
 
==ბიოგრაფია==
1826 წლის 21 ნოემბერს ქმრის გარდაცვალების შემდეგ გურიის სამთავროს მდივანბეგმა გიორგი ნაკაშიძემ და სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ შეკრიბეს გურიის თავადაზნაურები და სოფიოსა და მისი შვილის [[დავით გურიელი|დავითის]] ერთგულებაზე დააფიცეს. დაფიცებაზე უარი განაცხადა ერისთავმა და მისმა სახლიშვილებმა, რომლებიც ამისთვის რუსეთისგან ნებართვას ელოდნენ. საქართველოს მთავარმართებელმა [[ალექსი ერმოლოვი|ალექსი ერმოლოვმა]] დაფიცების აქტი უკანონოდ სცნო და უსაყვედურა სოფიოს. ერმოლოვმა 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დაინიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. საბჭოს ადგილსამყოფელად განისაზღვრა [[ნაგომარი]]. ერმოლოვი დაპირდა სოფიოს, რომ მას აარჩევინებდა საბჭოს წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ერმოლოვმა თავად დანიშნა საბჭოში ექვსივე წევრი: ვახტანგ ერისთავი, დავით მაჭუტაძე, სვიმონ გუგუნავა, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ერისთავი, გიორგი თავდგირიძე. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, სოფიოს მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე კი რუსეთის მხარდამჭერი იყო. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. 1827 წლის თებერვალში მან თავადებისა და სამღვდელოების ნაწილთან ერთად (მიტროპოლიტი ნიკოლოზ ჯუმათელი, დავით ვახტანგის ძე გურიელი, გიორგი ლევანის ძე გურიელი, სვიმონ და გიგო ერისთავები, ნარიმან მაჭუტაძე, ბიჭია შალიკაშვილი, გუგუნავებისა და ნაკაშიძეების სახლები) ოფიციალურად მოითხოვა ამ საბჭოს გაუქმება. ერმოლოვს სამთავროს გაუქმება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭო არ გააუქმა.
 
[[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-თურქეთის 1828–1829 ომი]]ს დროს სოფიო შეეცადა აღედგინა სამთავრო. მან ჯერ კიდევ 1827 წლიდან დაიწყო ურთიერთობის დაჭერა ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, [[ფოთი]]ს ფაშასთან. რუსეთის ჯარის კავკასიის ფრონტის მარჯვენა ფრთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა კარლ ჰესსემ სოფიოს 1828 წლის აპრილში წინადადება მისცა, მძევლად ჩაებარებინა დავით მაჭუტაძე და შეეწყვიტა ოსმალეთთან ურთიერთობა. მაგრამ სოფიო აპირებდა დავით მაჭუტაძესთან დაქორწინებას და სამთავრო ტახტის აღდგენას. მაჭუტაძემ ფარულად მოიარა ფოთი, ბათუმი, ტრაპიზონი და ბოლოს მოახერხა, რომ სულთანს სოფიოსთვის მფარველობის ფირმანი გამოეგზავნა. 1829 წლის 9 მაისს ჰესსემ კვლავ მორჩილებისკენ მოუწოდა სოფიოს. 1 ივნისს სოფიომ მიიღო [[ტრაპიზონის ფაშა]]ს მიერ გაგზავნილი მოხელე, გურიის ოსმალეთის ქვეშევრდომობაში შესვლის დამადაასტურებელი სიგელი და ოსმალეთის სულთნის საჩუქრები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო“-დან