დავით გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:გურიელები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''დავით მამიას ძე გურიელი''' (დ. [[1818]] — გ. [[23 აგვისტო]], [[1839]]) — [[გურიის სამთავრო|გურიის უკანასკნელი მთავარი]] (ფორმალურად, [[1826]]-[[1829]]), [[მამია V გურიელი]]სა და [[სოფიო გურიელი|სოფიო წულუკიძის]] ვაჟი.
 
გურიის მთავრად მამამისის, მამია V გურიელის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადდა 1826 წელს. დავითის მცირეწლოვანების გამო სამთავროს რეგენტთა საბჭო მართავდა დედამისის, სოფიოს თავმჯდომარეობით. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829)]] დროს დედამ ოსმალეთის ტერიტორიაზე, ჯერ [[ქობულეთი|ქობულეთში]], შემდეგ კი [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] გადაიყვანა. ამ პერიოდში რუსეთმა გურიის სამთავროს ავტონომია გააუქმა. 1829 წლის 9 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ დავითი გადაყენებულად გამოაცხადა, გურია კი იმპერიას უშუალოდ შეუერთა. იმპერატორმა [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-მა დავითს და მის დას, ეკატერინეს აუკრძალა სამშობლოში დაბრუნება;დაბრუნების უფლება სოფიოს გარდაცვალების შემდეგ მათ მისცეს დაბრუნების უფლება (რადგან საზღვარგარეთ წასვლისას მცირეწლოვნები იყვნენ). დაბრუნების შემდეგ, [[1832]] წელს ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. დავითი პეტერბურგში მიავლინეს პაჟთა კორპუსში სასწავლებლად. [[1838]] წელს კორნეტის ჩინით ჩაირიცხა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკში და გაიგზავნა კავკასიელ მთიელებთან ომში. 1839 წელს დაიღუპა [[შამილი]]ს ჯართან ბრძოლაში [[ახულგო]]სთან.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_გურიელი“-დან