პოლიტიკური პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ElezioneBrunate.jpg|მინი|[[ევროპის პარლამენტი]]ს არჩევნების პოსტერი [[იტალია]]ში]]
'''პოლიტიკური პარტია''' - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია [[სახელმწიფო]]ში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ [[არჩევნები]]ს გზით. ხშირად, პარტია წარმოადგენდეს რაიმე [[იდეოლოგია]]ს, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია. იზაცი.
 
პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი [[მოქალაქეობა|მოქალაქეთა]] ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას. პარტია, როგორც თავისუფალი, [[დემოკრატია|დემოკრატიული]] საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.
 
პირველი პოლიტიკური პარტიის ჩანასახებს ჯერ კიდევ [[მონათმფლობელობა|მონათმფლობელურ]] და [[ფეოდალიზმი|ფეოდალურ]] საზოგადოებებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისა ან მასზე ზეგავლენისთვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად მიიჩნევიან ვიგები და ტორები, რომლებიც [[ინგლისი|ინგლისში]] [[XVII საუკუნე|XVII]] ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველი პარტია [[1877]] წელს ინგლისში შეიქმნა [[ლიბერალური პარტია (გაერთიანებული სამეფო)|ლიბერალური პარტიის]] სახით. პარტიების კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
Line 9 ⟶ 13:
* {{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4134 |title=პოლიტიკური პარტია |author= |publisher=''[[სპებ]], [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=5 Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი]'' |date=}}
*საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, [https://napr.gov.ge/p.g საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრი]
*''ზურაბიშვილი, დ.'', ''გობრონიძე გ.'', სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
 
{{პოლიტიკა}}