ხუან ნეგრინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 74:
[[File:Gobfrlargcabsept1936.jpg|thumb|left|1936 წლის ლარგო კაბალეროს კაიბინეტის შეხვედრა]]
[[1936]] წლის სექტემბერში ხუან ნეგრინი ფრანსისკო ლარგო კაბალეროს მთავრობის ფინანსთა მინისტრად დასახელდა.{{sfn|Beevor|2006|p=147}} თანამდებობაზე ყოფნის დროს, მან ''კარაბინეროს'' (მესაზღვრე მცველები) რიცხვი 20 000 კაცამდე გაზარდა,{{sfn|Jackson|1967|p=339}} რომელთაც მოგვიანებით ,,ნეგრინის ასი ათასი ვაჟი" ეწოდათ.{{sfn|Beevor|2006|p=228}} ამ რეფორმის მიზეზი ის გახდა, რომ საფრანგეთის საზღვართან საჭირო იყო კონტროლსი აღდგენა, რომელიც მუშათა ნაციონალური კონფედერაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო.{{sfn|Beevor|2006|p=263}}{{sfn|Thomas|2003|pp=647–648}} კამათის საგანი გახდა ნეგრინის გადაწყვეტილება, როდესაც ესპანური ოქროს საცავები, ჯარების სანაცვლოდ, [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირს]] გადაეცა.{{sfn|Jackson|1967|p=317–318}} იმ დროის ღირებულებით ეს 500 მილიონი დოლარი{{sfn|Thomas|2003|p=435}} (კიდევ სხვა 240 მილიონი ივლისში საფრანგეთში გაიგზავნა){{sfn|Thomas|2003|pp=434–437}} იყო. ისტორიკოსთა აზრით, რესპუბლიკური მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ [[იოსებ სტალინი]]ს კონტროლი მათზე მნიშვნელოვნად გაზარდა.{{sfn|Beevor|2006|p=303}}
 
==პრემიერ-მინისტრი==
[[1937]] წლის [[17 მაისი|17 მაისს]] [[მანუელ ასანია]]მ, ლარგოს კაბინეტის დათხოვნის შემდეგ, ნეგრინი ესპანეთის 135-ე პრემიერ-მინისტრად დაასახელა.{{sfn|Beevor|2006|p=271}} ნეგრინის მთავრობაში შედიოდნენ: სოციალისტები — ომის, საზღვაო და საჰაერო ძალების მინისტრი ინდალესიო პრიესტო და შინაგან საქმეთა მინისტრი ხულიან სუგასაგოიტია, კომუნისტები — განათლების მინისტრი ხესუს ერნანდეს ტომასი და სოფლის-მეურნეობის მინსიტრი ვინსენტე ურიბე, რესპუბლიკელები — საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე გირალი და საზოგადეობრივ საქმეთა მინისტრი ბერნარდო გინერ დე ლოს რიოსი, [[ბასკები|ბასკი]] იუსტიციის მინისტრი მანუელ ირუხო და [[კატალანები|კატალანი]] ნაციონალისტი შრომის მინსიტრი ჟაუმე აიგუადე.{{sfn|Thomas|2003|p=651}}
 
===მიზნები===
ნეგრინის მთავარი მისწრაფებები იყო ცენტრალური მთავრობის განმტკიცება,{{sfn|Jackson|1967|p=405}} ესპანეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცნობა და გაძლიერება{{sfn|Preston|2006|p=260}} და რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კანონისა და წესრიგის დამყარება.{{sfn|Preston|2006|p=259}}{{sfn|Jackson|1967|p=402}} ეს ყველაფერი იმ მუშათა გაერთიანებებისა და პარტიების სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ იყო წამოწყებული, რომლებიც რესპუბლიკის შიგნით რევოლუციას ედგნენ სათავეში. მას ასევე სურდა რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაცია დაერღვია, რათა სამხედრო ემბარგო დაძლეულიყო{{sfn|Graham|2005|p=95}} და [[1938]] წლიდან საერთაშორისო შუამავალი მოეძებნა, რომელიც ომს დაასრულებდა.{{sfn|Graham|2005|p=100}} ნეგრინის ერთ-ერთი სურვილი იყო რესპუბლიკის შიგნით კათოლიკური ეკლესიის პოზიცია მოეწესრიგებინა.{{sfn|Graham|2005|p=104–105}} ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ესპანური კონფლიქტი, [[მეორე მსოფლიო ომი]]სთვის დაეკავშირებინა, რადგან მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ [[მიუნხენის შეთანხმება|მიუნხენის შეთანხმებით]] გარეშე დახმარება იკრძალებოდა, აღნიშნული ომი გარდაუვალი იყო.{{sfn|Graham|2005|p=110–111}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხუან_ნეგრინი“-დან