მახათას პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

დავამატე ინფორმაცია
(ახალი გვერდი: '''მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი''' — გამოჩ...)
 
(დავამატე ინფორმაცია)
'''მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი''' — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი [[თბილისი|თბილისში]], [[მახათა|მახათას მთის]] ფერდობზე, [[მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი|მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის]] გვერდით. გაიხსნა [[2018]] წელს მას შემდეგ, რაც [[თბილისის მერია]]მ [[მთაწმინდის პანთეონი]] დახურულად გამოაცხადა. პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.<ref name="RFE/RL">თოფურია, თეა. [https://www.radiotavisupleba.ge/a/რატომ-იწუნებენ-მახათას-პანთეონს-/30362823.html „რატომ იწუნებენ მახათას პანთეონს“]. «რადიო თავისუფლება». იანვარი 6, 2020.</ref>
 
მახათას პანთეონში დაკრძალული არიან: ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი [[ამირან შალიკაშვილი]], მსახიობი [[კირა მებუკე]], მსახიობი [[ნოდარ მგალობლიშვილი]], მსახიობი [[გურამ ლორთქიფანიძე]], რეჟისორი და დრამატურგი [[სანდრო მრევლიშვილი (რეჟისორი)|სანდრო მრევლიშვილი]], მისი მეუღლე მანანა ჭელიძე, პოეტი და მთარგმნელი [[დავით წერედიანი]]. <ref name="RFE/RL" /> და მწერალი [[გივი მარგველაშვილი]].
 
==სქოლიო==
151

რედაქტირება