ორჯოხის ტრიკონქი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ორჯოხის ტრიკონქი''' — ტაძარი ისტორიულ იმიერტაოში, ოლთისის ო...
(განსხვავება არ არის)

17:23, 17 აპრილი 2020-ის ვერსია

ორჯოხის ტრიკონქი — ტაძარი ისტორიულ იმიერტაოში, ოლთისის ოლქში, სოფელ ორჯოხთან[1] (თანამედროვე ორუჯუკი, ორჯუკი, თურქ. Orucuk). გეგმაში არის ტრიკონქი და ისტორიული საქართველოს ამ ტიპის ტაძრებიდან ჰგავს ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ეკლესიებთან. ძლიერ დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთის კედლის ნაწილი. დანარჩენი ნაწილები დიდი ზომის დუღაბის ფრაგმენტების სახითაა მიმობნეული, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ეკლესია აფეთქებულია. მიაკუთვნებენ X საუკუნეს. სავარაუდოდ აშენებიდან მოგვიანებით, ჯაყელების სააღმშენებლო აქტიურობისას ეკლესია შიგნიდან შელესეს და მოხატეს (სავარაუდოდ XIII-XIV სს.). ფასადზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ტიპური, სინგურით შესრულებული მარაოსებრი დეკორი.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2017, ISBN 978-9941-9470-8-7