ონეგის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ონეგის ტბა''' ({{lang-ru|Онежское озеро}}, {{Lang-fi|Ääninen, Äänisjärvi}}) — გამდინარე ტბა [[რუსეთი]]ს ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთში ([[კარელიის რესპუბლიკა]], [[ლენინგრადის ოლქი|ლენინგრადისა]] და [[ვოლოგდის ოლქი|ვოლოგდის ოლქები]]). ფართობი 9,7 ათ. კმ² (კუნძულების გარეშე). საშუალო სიღრმე — 30 მ, მაქსიმალური — 127 მ. წლის მოცულობა საშულოსაშუალო დონის დროს 292 კმ³. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში. ვრცელდება 250 კმ-ზე. კრისტალური ქანებით აგებული ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირები კლდოვანია, სანაპირო ხაზი — შეჭრილ-შემოჭრილი. ქვიშებითა და თიხებით აგებული სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირი მეტწილად დაბალი, სუსტად დანაწევრებული და დაჭაობებულია.
 
ონეგის ტბაში 1369 კუნძულია (ფართობი 250 კმ²). ტბას ერთვის 59 მდინარე, გამოედინება მდინარე [[სვირი]]. ონეგის ტბის წყლის ბალანსის შემოსავლის 74 % მოაქვთ მდინარეებს, 25 % — [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერულ ნალექებს]]; გასავლის 84 % მდინარე სვირზე მოდის. წყლის დონე უმაღლესია ივნის-აგვისტოში, უდაბლესი — მარტ-აპრილში. დონეთა რყევის მაქსიმალური სიდიდე 190 სმ აღწევს. ტბაზე შეიმჩნევა [[სეიშები]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ონეგის_ტბა“-დან