აგამემნონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
[[ფაილი:MaskeAgamemnon.JPG|მინი|"[[აგამემნონის ნიღაბი]]" ნაპოვნი [[ჰაინრიხ შლიმანი]]ს მიერ 1876 წელს [[მიკენი]]ში.]]
'''აგამემნონი''' ({{lang-grc|Ἀγαμέμνων}}) — [[მიკენი]]ს მეფე, ბერძენთა წინამძღოლი [[ტროის ომი|ტროის ომში]], [[ატრევსი]]ს ვაჟი, [[მენელაოსი]]ს ძმა. როდესაც ატრევსი მოკლა [[ეგისთე]]მ და მიკენის მეფე გახდა, ეგისთეს მამა [[თიესტე]], ჯერ კიდევ ყმაწვილები — აგამემნონი და მენელაოსი [[სპარტა]]ში გაიქცნენ და დაქორწინდნენ [[ტინდარეოსი]]ს ქალიშვილებზე; აგამემნონი [[კლიტემნესტრა]]ზე, ხოლო მოენელაოსი — [[ელენე (მითოლოგია)|ელენეზე]]. აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: [[იფიგენია]], [[ქრიზოთემიდა]], [[ლაოდიკე]] (ტრაგიკოსებთან [[ელექტრა]]) და ვაჟი [[ორესტე]]. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიკენში უკვე აგამემნონი იყო გამეფებული, მენელაოსის ცოლი ელენე მოიტაცა [[პარისი|პარისმა]]. ადრევე დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგამემნონმა შეკრიბა საუკეთესო ბერძენ ვაჟკაცთა დიდი ლაშქარი და თავს დაესხა პარისის მშობლიურ ქალაქ [[ტროა]]ს. ტროაში მისვლამდე ბერძენთა ლაშქარს [[ავლიდი|ავლიდთან]] პირქარი მოევლინა და წინსვლის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. რადგან ქარი არ აპირებდა ჩადგომას, სამისნოს მიმართეს. სამისნომ განაცხადა, რომ ქარი მანამ არ ჩადგებოდა, სანამ აგამემნონი მსხვერპლად არ გაიღებდა თავის ქალიშვილ იფიგენიას. აგამემნონი იძულებული გახდა შეესრულებინა ღმერთის ეს მეტად არასასიამოვნო სურვილი. მითის ამ დეტალზე ააგო [[ევრიპიდე]]მ შესანიშნავი ტრაგედია "[[იფიგენია ავლიდში]]".
 
ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ [[აქილევსი]]ს რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი [[ბრიზეიდა]], მანვე შეურაცხყო [[აპოლონი]]ს ქურუმი [[ქრიზე]] და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა - კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
 
[[ბეოტია]]სა და [[პელეპონესი]]ს ზოგ ადგილებში არსებული აგმემნონის კულტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ადრე ადგილობრივი ღმერთი უნდა ყოფილიყო და შემდგომ, [[ზევსი]]სთვის დაეთმო ადგილი. ამაზე მიუთითებს მისი ერთ-ერთი საკულტო სახელი: - ზევს - აგამემნონი. ხელოვნებაშიც აგამემნონი ზევსისმაგვარად გამოისახებოდა - მშვიდი და დიდებული სახით, კვერთხით ხელში. აგამემნონის ტრაგიკული ბედი აღწერილია [[ესქილე]]ს "[[აგამემნონი (ტრაგედია)|აგამემნონში]]", ევრიპიდეს ტრაგედიაში "იფიგენია„იფიგენია ავლიდში"ავლიდში“, [[ჟან რასინი|რასინის]] "[[იფიგენია (ტრაგედია)|იფიგენიაში]]" და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგამემნონი“-დან