აჟანის უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — ქლი...)
 
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — ქლიავის ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ აჟანის (საფრანგეთი) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.
 
 
საქართველოს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. თუმცა აჟანის ვენგერკა კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური უნგრულისგან დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ აფხაზეთიდან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.