აბრუცო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ადმინისტრაციული ერთეული}}
'''აბრუცო''' ({{lang-it|Abruzzo}}), '''აბრუცი''' ({{lang-it|Abruzzi}}) — რეგიონი [[იტალია]]ში, მთიანი რაიონი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. მისი დასავლეთი საზღვარი რომიდან 80 კმ-ში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[მარკე|მარკეს რეგიონი]], დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — [[ლაციო|ლაციოს რეგიონი]], სამხრეთ აღმოსავლეთით — [[მოლიზე]] და აღმოსავლეთით — [[ადრიატიკის ზღვა]]. მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიულად უფრო იტალიის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს ვიდრე სამხრეთში, იტალიის სტატისტიკის სამსახურის მიერ იგი მაინც სამხრეთულ რეგიონად მიიჩნევა, [[ორი სიცილიის სამეფო]]სთან მისი ისტორიული კავშირის ნიშნად.
 
ანტიკურ ხანაში რეგიონი დასახლებული იყო იტალიკური ტომებით, რომლებიც ხანგრძლივად უწევდნენ წინააღმდეგობას [[ძველი რომი|რომაელ]] დაპყრობლებს. XII საუკუნეში აქ [[ნორმანები]] დამკვიდრდნენ. მოგვიანებით, აბრუცო [[ჰოენშტაუფენები]]ს დინასტიას ემხრობოდა [[რომის პაპი|პაპობის]] წინააღმდეგ ბრძოლაში. [[1860]]-[[1861]] წლებში რეგიონი [[იტალიის სამეფო]]ს ნაწილი გახდა აბრუცისა და მოლიზეს სახელით. [[1965]] წელს აღნიშნული რეგიონი გაიყო. აბრუცოს ეკონომიკის საფუძველი სოფლის მეურნეობაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბრუცო“-დან